1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» PHP-ით XML-ის გამოძახება, გამოყენება

აქ მარტივად დაგიწერთ თუ როგორ გამოვიყენოთ XML ფაილი PHP-ეს საშვალებით.

XML ფაილი რომ გამოვიძახოთ საჭიროა SimpleXMLElement ბრძანება და როგორ ხდება ეს ნახეთ ქვემოთ:

1
$XML_file = new SimpleXMLElement("XML ფაილი", NULL, TRUE);

სადაც $XML_file-ს გადავცემთ XML ფაილის შიგთავს.

მოდით უფრო გასაგები რომ იყოს ავიღოთ რაიმე პირობითი XML ფაილი სახელად faili.xml, რომელიც მაგალითად მოთავსებულია პირობით საქაღალდე “chemi-dir”-ში მაშინ ფაილს გამოვიძახებთ ასე:

1
$XML_file = new SimpleXMLElement("chemi-dir/faili.xml", NULL, TRUE);

ახლა შევქმნათ faili.xml-ის პირობითი შიგთავსი, რათა ნათლად და გასაგებად დავინახოთ.

1
2
3
4
5
6
7
8
<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<list>
  <item>
    <title>სათაური</title>
    <video>saiti/misamarti/video.mp4</video>
    <img>saiti/misamarti/image.jpg</img>
  </item>
</list>

ესეგი როგორც ზევით ხედავთ პირობით XML ფაილში შევქმენით ლისტი list, შემდეგ მასში item და აქ კი ჩავალაგეთ სამი რესურსი title, video და img. ხო ეს ისე მაგალითისთვის.
ეხლა როგორ გამოვიყენოთ ეს სამი რესურსი, საუბარია title, video და img-ზე, ამისათვის საჭიროა შემდეგი კოდი:

1
2
3
4
5
6
//გამოვიძახოთ და გადავცეთ $XML_file-ს
$XML_file = new SimpleXMLElement("chemi-dir/faili.xml", NULL, TRUE);
//ამოვიღოთ და გადავცეთ $GET_title, $GET_video და $GET_image-ს
$GET_title = $XML_file->item[0]->title;
$GET_video = $XML_file->item[0]->video;
$GET_image = $XML_file->item[0]->img;

$XML_file->item[0]->title ნიშნავს რომ XML ფაილის ლისტში list ამოკითხოს პირველი item-ის title-ე, პირველი იმიტომ რომ item[0] ნულია მითითებული, თუკი იქნებოდა item[1] ამოკითხავდა მეორეს და ასეშემდეგ.
ამ შემთხვევაში მივიღებთ რომ:

$GET_title = სათაური
$GET_video = saiti/misamarti/video.mp4
$GET_image = saiti/misamarti/image.jpg

და ეხლა კი ეს ცვლადები $GET_title, $GET_video და $GET_image სადაც გინდათ და როგორც გინდათ ისე შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან ისინი უკვე შესაბამისი რესურსის მატარებელნი არიან.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

12 votes, average: 3.42 out of 512 votes, average: 3.42 out of 512 votes, average: 3.42 out of 512 votes, average: 3.42 out of 512 votes, average: 3.42 out of 5

› სახლის შენება

მარტივი თავსატეხია.
ესიგი… დაგვჭირდება, ფურცელი და კალამი ან ფანქარი.
აბა თუ შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული სახლის ნახაზი დახატოთ ერთი მოსმით ისე, რომ კალამი არ აიღოთ ფურცლიდან.

ჯერ არ ნახო ქვემოთა ამოხსნა!
თუ კი ვერ › › ›

DU