1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სამკურნალო მცენარე: აბზინდა

აბზინდა მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. სიმაღლით 60-100 სმ, ძალზე მწარე, სპეციფიკური არომატით. მას რაჭაში სიმჭლის ბალახს უწოდებენ, თუშეთში – კატათკუდას.

აბზინდას ნიადაგში ვერტიკალურად ჩამავალი მთავარღერძა ფესვთა სისტემა აქვს. ფესვის ყელთან პირველივე წელს ამოდიან დამატებითი კვირტები, რომლებიც შემდეგ წელს ყლორტებს ამოიყრიან. ღერო სწორმდგომია, სუსტად გამოხატული წიბოებით, დატოტვილი ფოთლები და ღერო მოვერცხლისფრო-ნაცრისფერია, სქლადაა დაფარული მოკლე, აბრეშუმისებრი ბუსუსებით.
ღეროს ქვედა ნაწილში ხშირად უნაყოფო, მოკლე ყლორტები აქვს. გრძელყუნწიან ფესვთანური ფოთლები სამჯერ ფრთისებრგანკვეთილია. ღეროს შუა ნაწილის ფოთლები მოკლეყუნწიანია, ორჯერ ფრთისებდანაკვთული, ზედა ფოთლები სამნაკვთიანია ან მთლიანია.
ყვავილები წვრილია, ყვითელი ფერის, მილისებრი, შეკრებილი სფეროსებრ, თავდაქინდრულ კალათებად, 3 მმ-მდე დიამეტრის კალათაში. კალათები თავის მხრივ, ქმნიან რთულ საგველა ყვავილედს. ნაყოფი 1 მმ სიგრძის რუხი ფერის თესლია.

აბზინდა ყვავილობს ივნის-აგვისტოში, თესლი კი სექტემბერ-ოქტომბერში შემოდის.
იზრდება გზის პირებზე, საძოვრებზე, ბაღებსა და მინდვრებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
აგროვებენ აბზინდას ფოთლებსა და აყვავებულ წვეროებს, ყვავილობის დაწყებამდე ან ყვავილობის დასაწყისში: აყვავებულ ნორჩ წვეროებს (გაუხეშებული ღეროების გარეშე) ჭრიან დანით. აშრობენ ჩრდილში (სხვენზე, ფარდულში) კარგი ვენტილაციის პირობებში ქაღალდზე თხელ ფენად გაშლილს, ხშირად აბრუნებენ. გამხმარი ნედლეულის შენახვა უმჯობესია ქაღალდის პარკებში; შენახვის ვადა 2 წელია.

აბზინდას ნედლეული შეიცავს ეთერზეთს 2%-მდე, რომლის შემადგენლობაში შედის ტუიოლი, ტუიონი, პინენი, კადინენი, ფელანდრენი და სხვა.
გარდა აღნიშნულისა, აბზინდას ბალახი შეიცავს ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, ლაქტონებს. მწარე ნივთიერებები ანაბზინტინი და აბზინთინი განაპირობებენ მის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას.
ჯერ კიდევ ავიცენა აბზინდას ხმარობდა როგორც მადის მომგვრელ საშუალებას, ხოლო სალერნოს სკოლაში მას იყენებდნენ ზღვის ავადმყოფობის დროს. ხალხურ მედიცინაში

აბზინდას იყენებენ გაზების დაგროვების საწინააღმდეგოდ, ჭიების დასაყრელად, სისხლნაკლებობის დროს. მისი ნაყენი კარგი საშუალებაა პირის ღრუში გამოსავლებად არასასიამოვნო სუნის დროს.
მედიცინაში აბზინდის პრეპარატებს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების სტიმულირებისათვის, ნაღვლის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და კუჭის წვენის სეკრეციის გასაძლიერებლად.

უნდა გახსოვდეთ, რომ აბზინდას ხანგრძლივი და დიდი დოზებით გამოყენება არ შეიძლება, რადგან იწვევს პირღებინებას, მოწამვლას.

მომზადების წესი

აბზინდას ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 10 გრ (ორი სუფრის კოვზი) გამხმარი ბალახი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე და მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში, ადუღეთ 15 წთ, შემდეგ გააჩერეთ 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე (1 ჩაის ჭიქა). შეინახეთ გრილ ადგილას არა უმეტეს 2-3- დღე-ღამისა. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.
მრგვალი ჭიების დასაყრელად იკეთებენ აბზინდას ნაყენის ოყნას.
შესაძლებელია აბზინდას ჩაის მომზადებაც: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ აბზინდას დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წთ, გადაწურეთ, მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ნახევარი საათით ადრე ჭამის წინ.
ავიცენა მიუთითებდა, რომ აბზინდას ნახარშის ორთქლი აყუჩებს ყურის ტკივილს, ხოლო მისი დალევა ღვინის სმის წინ აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, ნაბახუსევზე, იგი კარგ შედეგს იძლევა თვალების ანთების დროსაც. ღვიძლზე, კუჭზე გაკეთებული აბზინდის საფენების დადება ამცირებს ტკივილს ამ ორგანოებზე, ხოლო მისი წვენი ძმართან ერთად შველის სოკოთი და კონიოთი მოწამვლის შემთხვევაში.

წყარო: ჟურნალი მკურნალი

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ლევანი ამბობს:
    16 ნოემბერი, 2012წ. 09:37სთ.

    მაინტერესებს აბზინდის ნაყენი თუ გამოიყენება მცენარეთა მავნებლების საწინააღმდეგოდ? კერძოდ ნიგოზის ნაყოფის მატლების წინააღმდეგ?
    დიდად დამავალებთ თუ ემაილზე გამომიგზავნით პასუხს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. თეო ამბობს:
    22 მარტი, 2014წ. 11:53სთ.

    გამარჯობათ, მაინტერესებს ამ მცენარის სახელი ლათინურად როგრ იწერება და ასევე მისი ძველი სახელწოდება, თუ შეძლებთ იქნებ მიპასუხოთ,დიდი მადლობა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

5 votes, average: 3.20 out of 55 votes, average: 3.20 out of 55 votes, average: 3.20 out of 55 votes, average: 3.20 out of 55 votes, average: 3.20 out of 5

› ამონარიდი “გამზრდელი”-დან გურულად

ხოდა, აი ცხენიანი კაცი ნამეტანი წამხდარ ამინდში, თხრეშში, ხოშკაკალში და გურგულაში მივიდა მოყვრისას. გადირია მასპინძელი – ამფერ ყიამეთში რა უნდა კაცს კარშიო?!
– რაიო და ვინცხა ურჯუკის ცხენი რომ არ მევიპარო, › › ›

DU