1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ვაზი და ბულბული

ერთი გლეხის ვენახში ჰყვაოდა და თავს იწონებდა თავისი სილამაზით ახალგაზრდა ვაზი. ამ დროს ბულბულმა გადაიფრინა. შენიშნა რა ვაზი, მოიხიბლა მისი მომაჯადოვებელი სილამაზით, დაეშვა დაბლა, ვაზზე დაჯდა და თავისი საამური ხმით იწყო სატრფიალოს მღერა. ვაზიც ტკბებოდა მგოსნის გალობით და ბულბული კი ვაზის მშვენებით მოჯადოვებული უფრო და უფრო საამურად აგრძელებდა გალობას. ასე შესციცინებდნენ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ბულბული და ვაზი. მათი ტრფობა დიდ ხანს გრძელდებოდა. დადგა შუადღე, საღამო, ღამე… ამავე დროს, ვაზს ყლორტები შეუჩერებლივ ეზრდებოდა და ეხვეოდა, ბულბული კი გალობდა და გალობდა. ისე დადგა დილა, რომ მგოსანმა ვერც კი შენიშნა, რომ ვაზი თავისი ყლორტებით ძლიერ ჩახვეოდა მის პაწია და უსუსურ სხეულს. უნებლიე მახეში გაბმული ბულბული ცდილობდა როგორმე თავი დაეღწია და გაფრენილიყო, მაგრამ ამაოდ ფართხალობდა, რადგან მისი პაწია და სუსტი აღნაგობა ვერას გახდებოდა ვაზის ღონიერ ყლორტებთან. კიდევ ბევრი იფართხალა მგოსანმა და ბოლოს ვაზის მკლავებში დალია სული. ვაზი კი ტიროდა და ტიროდა. ასე დამთავრდა მათი უბიწო სიყვარული. ეხლაც კი ყოველ დილას სტირის ვაზი და გლოვობს თავის სიყვარულს.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. რამაზ ამბობს:
    1 დეკემბერი, 2011წ. 13:13სთ.

    კარგია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

10 votes, average: 4.40 out of 510 votes, average: 4.40 out of 510 votes, average: 4.40 out of 510 votes, average: 4.40 out of 510 votes, average: 4.40 out of 5

› ილია ჭავჭავაძე: გლახის ნაამბობი

რა ქნას კარგმა მონარდემა,
დროზედ შაში თუ არ მოვა.

მე, სწორედ, ნადირობის ტრფიალს რომ იტყვინ, ისა ვარ. საკვირველად მიყვარს დაბურულს, ხმაგაკმენდილ ტყეში ხის ძირას ჯდომა და მილეულის გულის-ცემით ლოდინი ნათვალევის ნადირისა. არის › › ›

DU