1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» თამარ ვაშლოვნელი

თამარ ვაშლოვნელი სახალხო გმირია. ცხოვრობდა XVIII საუკუნეში. ისტორიას თითქმის არავითარი ცნობები არ შემოუნახავს მის შესახებ. სამაგიეროდ ხალხმა შემოინახა ქალიშვილის სახელი და საქმეები. თამარ ვაშლოვნელის ვინაობას მისივე გვარი გვამცნობს. იგი ვაშლოვნელი – ე.ი. სოფელ ვაშლოვნის მცხოვრები ყოფილა. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით კი ვაშლოვანი ასურეთის ხეობის ერთ-ერთი სოფელია.

არსებობს ერთი გადმოცემა და ორიოდე ხალხური ლექსი, რომელშიც გადმოცემულია გმირის თავგადასავალი. თამარის მშობლები ყმები ყოფილან. დედ-მამა ადრე გარდაცვლია. იგი ბავშვობიდანვე თავისსიტყვა ყოფილა. ამიტომ ბატონს ვიღაც სტუმრისათვის გაუყოლებია და უთქვამს, ეგებ შენ მოარჯულოო. მოხერხებული თამარი ბატონს გამოქცევია. მაშინდელი კანონით, ვინც მებატონისგან თავს დაიხსნიდა, მეფის თავისუფალ ქვეშევრდომად ითვლებოდა. ამიტომაც თამარი მამისეულ სახლში დაბრუნებულა.

ცუდ დროში ცხოვრობდა თამარ ვაშლოვნელი. მტერი თავისუფლად დათარეშობდა საქართველოს ყველა მხარეში, ხალხს ჟლეტდა ან ტყვედ მიჰყავდა. სამშობლოს მოყვარულმა თამარმა გადაწყვიტა მტერს შებრძოლებოდა. მებრძოლი რაზმი ჩამოაყალიბა. ერთხელ მის სოფელს მტერი დაეცა, იქაურობა გაავერანა, ხალხი კი ტყვედ წაასხა. თამარი თავისი რაზმით მოძალადეებს გზაში დახვდა, შეებრძოლა და თანასოფლელები გაათავისუფლა. ეს ამბავი რომ მეფე ერეკლემ გაიგო, თამარი დაიბარა სასახლეში და დიდი მადლობა გადაუხადა: “შენი მაგალითით კაცებიც გამხნევდნენო”.

ერთხელ სოფელს ლეკები დაეცნენ. თამარის რაზმმა მტერს შავი დღე აყარა. გმირი ქალის ვაჟკაცობა ხალხმა ასე გამოხატა:

“ლეკები სულ გავაქციეთ
მთვარიანი ღამითაო;
უკან თამრო გამოუდგა
ჯანგიანი ხმალითაო”.

თამარისა და მისი რაზმის სახელი შორს გავარდა. იმ ავსა და სასტიკ დროში შურსა და მტრობას რა გამოლევდა. ვიღაცამ თამარი მეფესთან დაასმინა. მეფემ როდი დაუჯერა ენის მომტანს. ისიც და თამარიც ერთად დაიბარა და ორივეს მოუსმინა. მეფემ თამარი გაამართლა და უთხრა: „შვილო თამრო! ღმერთი იყოს შენი შემწეო!“ ენის მომტანი კი ცილისწამებისათვის დასაჯა.

არა და არ მოისვენა მტრის შურიანმა ენამ. თამარ ვაშლოვნელი მეფესთან კვლავ დააბეზღეს. გულნატკენი ქალიშვილი მშობლიურ სოფელს გაეცაა. ხალხში ხმა გავარდა, მტრის ხელით დაიღუპაო.

ერთხელ ვაჟურად გადაცმული თამარი თბილისში ჩამოვიდა. აქ ერთ შეწუხებულ გლეხს შეხვდა, რომელიც მეფესთან საჩივლელად მიდიოდა. თამარმა იფიქრა: ამ გლეხს მეფესთან მივიყვანო. მიიყვანა კიდეც. ერეკლეს გაეხარდა თამარის გამოჩენა და თან საყვედურიც უთხრა: “შენი მეფე როგორ დაივიწყეო”. თამარმა უპასუხა: “დიდებულო მეფევ! მტრის ენამ გაგვყარაო”. მეფეს ენიშნა მისი ნათქვამი, მაგრამ არაფერი თქვა. გლეხს სამართალი გაუჩინა და დამნაშავენი დასაჯა.

თამარის მოშურნეები ბოღმით სკდებოდნენ, როგორ გაბედა მეფესთან გლეხის გამოსარჩლება და ჩვენს წინააღმდეგ წასვლაო. შეიპყრეს და ადიდებულ მდინარეში გადააგდეს. თამარის გვამი მდინარემ გამორიყა და მისმა თანასოფლელმა ნახა. იმან ვაშლოვნელებს შეატყობინა ეს ამბავი. მადლიერმა ხალხმა თამარის ცხედარი „თრიალეთის დიდ საყდარში“ დაკრძალა.

თანასოფლელებმა მას ასეთი ლექსი გამოუთქვეს:

“თრიალეთის დიდ საყდარში
თამარი ასაფლავია,
მისებრი ქალი ერთგული
ჩვენ არავინა გვყოლია”.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ბარბარე ამბობს:
    12 დეკემბერი, 2013წ. 16:55სთ.

    ძალიან კარგი საიტია და ბევრი იმფორმაციის ამოწერა შეიძლება მადლობა ასეთი კარგი საიტისთვის

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› ვიდეო: “სამშობლოსათვის”

კომპიუტერში ვიდეოებს ვათვალიარებდი რომ ზედმეტი რამერუმეები წავშალოთქო და ერთი ვიდეო ვნახე, რომელიც 2007 წელს დავამონტაჟე, მაშინ “სტუდია იგ” იგივე “Studio IG” ერქვა ჩემს საიტს… ვორდპრესის აზრზეც არ ვიყავი 🙂
ხოდა რისი › › ›

DU