1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» თივა მგელი და ცხვარი

ბავშობა გამახსენდა.
ალბად ყველას გვახსოვს ეს ცნობილი თავსატეხი “თივა მგელი და ცხვარი”, მარა არაუშავს მაინც დავწერ მის შესახებ:

აბა ვინ შეძლებს ამ თავსატეხის ამოხსნას ვინ დაეხმარება მოხუც მწყემს 🙂

როგორც სურათზეა მოცემული, მოხუც მწყემს სურს რომ მგელი, ცხვარი და თივა ორ ადგილიანი ნავით მეორე ნაპირზე გადაიყვანოს, რაც საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა მისთვის, რადგანაც ამ პატარა ნავში მხოლოდ ორი ადგილია რაც დიდ დაბრკოლებას უქმნის მას. სათითაოდ ისე უნდა გადაიყვანოს მგელიც, ცხვარიც, თივაც და რათქმაუნდა თავისი თავიც, რომ მგელი და ცხვარი ერთად მარტონი არ უნდა დატოვოს, თორემ ხომ იცით მგელს როგორ უყვარს ცხვრის მწვადები; და არც თივა და ცხვარი დაიტოვება ერთად მარტო, რადგან ცხვარსაც არა ნაკლებ უყვარს თივის მირთმევა. ერთი სიტყვით, მგელისა და ცხვრის ერთად დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია მწყემს და არც ცხვრის დატოვება შეუძლია თივასთან. ისიც უნდა გავითვალის წინოთ, რომ ნავი ორ ადგილიანია და მდინარე კი ისეთი ღრმაა, რომ ფეხით ვერანაირად ვერ გადალახავს. მოკლედ ისე უნდა გადაიყვანოთ ყველანი რომ არც ერთი მათგანი არ დაშავდეს.

ჯერ ქვემოთა სურათებს ნუ დაათვალიერებთ თვითონ ამოხსენით
თუკი ვერ ამოხსენით მაშინ მიყევით სურათებს:

როგორც ნახატზეა ნაჩვენები: პირველრიგში მოხუცი მწყემსი, ნავში ჩაისვამს ცხვარს და მას გადაიყვანს მეორე ნაპირზე. მგელს და თივას კი დატოვებს, რადგანაც მგელი არაფერს დააკლებს თივას.

შემდეგ ცხვარს დატოვებს მარტო და უკან გადაცურავს, რათა დანარჩენიც გადმოიყვანოს აქეთ ნაპირზე.

ახლა მგელი ჩაისვა ნავში და გადმოცურა აქეთ მეორე ნაპირზე, თივა კი იქით ნაპირზე დატოვა.

შემდეგ ცხვარი ჩაისვა ნავში და ისევ ძველ ადგილას, უკან, იქით ნაპირს გადაიყვანა, რადგანაც თივა დარჩა გადმოსატანი, ცხვარს კი მგელთან ვერ დატოვებდა.

ახლა თივა დაუდო ნავს და გადმოიტანა აქეთ ნაპირს, ცხვარი კი იქით ნაპირს დატოვა.

მერე ისევ უკან გადცურა რადგანაც ცხვარი დარჩა გადმოსაყვანი. მგელი და თივა კი აქეთ ნაპირს დატოვა, რადგან იცოდა რომ მგელი თივას თითსაც არ დააკარებდა.

და ბოლოს ცხვარი ჩაისვა ნავში და გადმოიყვანა აქეთ ნაპირს. ასე გადაწყვიტა ბრძენმა მოხუცმა ეს დიდი თავსატეხი და გაუდგა გზას.
მოუყევით თქვენს შვილებს და შვილიშვილებს ეს თასატეხი ან სულაც მეგობრებს ;).

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

4 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ბესო ამბობს:
    4 მაისი, 2010წ. 22:35სთ.

    მეც მახსოვს ეს თავსატეხი. კარგია. ოჰ, როგორ მინდა ბავშვობა დაბრუნდეს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ილია ამბობს:
    5 მაისი, 2010წ. 19:44სთ.

    ეჰ… მართალი ხარ ბესო. მართლა კარგია უდარდელი ბავშობა…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. გიო ამბობს:
    8 თებერვალი, 2011წ. 14:49სთ.

    კაია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. slonichok ამბობს:
    2 სექტემბერი, 2011წ. 13:59სთ.

    ეს როდინდელი თავსატეხია 😀 ბავშობა გამახსენდა 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› §64 ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა

1634
დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა,
ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა,
მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა,
და გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.
1635
დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა,
დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა,
ყველაკაი დამოსა და საბოძვარი › › ›

DU