1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ქართველი ზღვაოსნები

ქსენოფონტე შემდეგ საინტერესო ცნობას გვაწვდის მოსინიკთა შესახებ:

“მიიღეს რა ერთგულების საწინდარი ელინთაგან, მოსინიკები წავიდნენ და მეორე დღეს გამოცხადნენ 300 ნავით, რომლებშიაც სამ-სამი კაცი იჯდა. თითოეული ნავიდან ორ-ორი ნაპირზე ამოვიდა და მწყობრში ჩადგა, თითო კი ნავში დარჩა. ნავში დარჩენილნი გაბრუნდნენ, ამოსულები კი საბრძოლო წესით მოეწყვნენ შემდეგნაირად: დალაგდნენ ასეულებად გუნდის მსგავსად _ ერთმანეთის პირდაპირ. ყველა მათგანს ეპყრა სუროს ფოთლის მოყვანილობის, ხარის თეთრი ტყავით შემოჭიმული დაწნული ფარი. მარჯვენა ხელში ეჭირათ ექვსი არშინის სიგრძის ხელშუბები, რომელთაც წინ მახვილები ჰქონდათ, ხოლო უკან _ მომრგვალებული ბოლო. მეომრებს ტილოს ტომრის მსგავსი ქსოვილის მუხლამდე პერანგი ემოსათ, თავზე კი პაფლაგონიელთა მსგავსი ტყავის მუზარადი ეხურათ; გარდა ამისა, მათ ჰქონდათ რკინის შუბნაჯახი. მაშინ ერთმა მათგანმა დაიწყო სიმღერა და დანარჩენებიც სიმღერით დაიძრნენ, გაიარეს ელინთა ჰოპლიტების წინ და ერთბაშად ეკვეთნენ მტერს”.
მისივე თქმით, შავ ზღვაზე ჰენიოხები იყვნენ გაბატონებულნი. ისინი მეკობრეობას ეწეოდნენ 25-30 კაციანი ვიწრო, მსუბუქი ნავებით _ “კამარებით”. ასეთი “კამარებით” ჰენიოხები ადგნენ ფლოტს და იტაცებდნენ სავაჭრო გემებს. “კამარებს” გემებთან შედარებით არსებითი უპირატესობა ჰქონდათ, რადგან განსაკუთრებული ნავმისადგომი არ სჭირდებოდათ. ისინი ზურგით გაჰქონდათ ნაპირზე და ტყეში მალავდნენ, რის გამოც პრაქტიკულად მოუხელთებელნი იყვნენ.
სტრაბზონის ცნობით, ფაზისში დიდი მოცულობით იწარმოებოდა გემთ საშენი მასალა: ხე-ტყე, სელის ტილო, ქერელი, ფისი და ცვილი.
ძვ. წ. V საუკუნის ერთი წყაროს თანახმად, აქ თავს იყრიდა სამოც სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხი. აქ გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის დიდი სავაჭრო-სატრანზიტო მაგისტრალი, რომელიც შორეულ ინდოეთიდან მოედინებოდა კასპიის ზღვამდე, ხოლო შემდგომ, ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით (მდ. მტკვარი _ სურამის უღელტეხილი _ მდ. ყვირალა _ რიონი) აღწევდა შავ ზღვამდე დღევანდელ ფოთთან (ძველი ფაზისი). ამ გზის ცალკეული მონაკვეთები, რომელთაც თავდაპირველად ლოკალური მნიშვნელობა ჰქონდათ, ჯერ კიდევ წინარე ელინისტურ პერიოდში. ელინისტური ხანიდან კი, როდესაც ვაჭრობამ “სოფლიო” ხასიათი მიიღო, გაიმართა ერთიანი გზა ფაზისიდან იდოეთამდე.
აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III საუკუნე) ცნობით, “კოლხებს შენახული აქვთ მამაპაპური ძველი კირბები, წერილსვეტები და იმ კირბებზე ნაჩვენებია გზები ყოველთა ზღვათა და ხმელთა”.
გერმანელი მკვლევარის კარლ რიტერის აზრით, “ეს ფირფიტები იყო პირველდაწყებითი რუკები და შესაძლოა ისინი ჰქონდა ჰეროდიტეს, როცა მან ჩამოთვალა ჩრდილოეთის ხალხების, ბოსფორისა და პონტოს სავაჭრო გზები”. მისივე აზრით _ “კარტოგრაფიული ხელოვნების პატივ-დიდება სრულიადაც არ ეკუთვნის მცირე აზიის ბერძნებს. ეს ფირფიტები ბევრად უფრო ადრე გამოიყენებოდა კოლხ მოგზაურ-ვაჭართა მიერ”.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი რთულიიმფორმაციის შეკრება და გადმოცემა კოლხებს ანბანის გარეშე მოეხერხებინათ. ზემოთ თქმული იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი წინაპრები არა მარტო თავისი დროის მოწინავე საზღვაოსნო ცოდნას ფლობდნენ, არამედ საკმაოდ სრულყოფილ სადამწერლო სისტემასაც. ხოლო კოლხთა მაღალი სანაოსნო კულტურა ნათლად სჩანს არგონავტების მითშიც _ არგონავტებს სამი დღის მერე დადევნებულმა კოლხთა ფლოტმა გადაასწრო და შავიდან გასასვლელი გადაუკეტა.

ც.ჭუმბურიძე “ახალი ვერსია”

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

6 votes, average: 5.00 out of 56 votes, average: 5.00 out of 56 votes, average: 5.00 out of 56 votes, average: 5.00 out of 56 votes, average: 5.00 out of 5

› ვაჟა-ფშაველა: ბათურის ხმალი

ლ ე გ ე ნ დ ა

ბათური ფშავში, თავის სამშობლოში, საკაცით მოიტანეს ბრძოლის ველიდან თანამოძმეებმა და დიდის ამბით მიაბარეს მშობელ მიწას. მოზარეთა ზარი დედამიწასა სძრავდა, მთებს ქედს ახრევინებდა და ცრემლს › › ›

DU