1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» მფრინავი სვანი

“…ერთ დროს მოსულან თათრები და მრავალი კაცი დაუჭერიათ სვანი. ერთი კაცი, მელხირ, შერჩენილა კოშკში და იქიდან ებრძოდა თათრებს. თათრებს კოშკის ძირში ლაღუმი (ნაღმი) ჩაუდიათ _ წაიქცევა კოშკი და კაცი მოკვდებაო. ამ კაცს კოშკში მოზვრის ტყავი ჰქონებია, ჩაუხვრეტია შუაში და ჩამძვრალა იღიებამდე, მკლავები ფრინველივით გაუშლია და გადმოფრენილა კოშკიდან. კარგა შორს მანძილზე გაფრენილა და ასე გაჰქცევია თათრებს. ასულა ჩხელაშდში, აქაც თათრები დახვედრიან. რომ შეატყო, ვერ გაექცეოდა, სხვა სვანებისთვის უთქვამს _ დავერიოთ ხანჯლებით და ამოვწყვიტოთო, მაგრამ არავინ აჰყვა. მაშინ მარტო მივარდნია თათრებს, ოთხი მოუკლავს ხმლით და თავადაც დაღუპულა”.
ამ ძველთაძველ ამბავში მეომრის სანაქებო საბრძოლო ოსტატობასა და მებრძოლ სულს ცხადია, მის მიერ კოშკიდან გადმოფრენის ამბავი ჩრდილავს. მარტივი საფრენი აპარატით გაფრენის ისტორია არაერთ წყაროშია აღწერილი. მათ შორის უძველესია ბერძნული მითი მინოსის ხუროთმოძღვარ დედალოსსა და მის ვაჟზე _ იკაროსზე.
დედალოსისთვის, რომელიც საკმაოდ განსწავლული ინჟინერი გახლდათ, ლაგანდარული ლაბირინთისა და საოცარი კნოსოსის სასახლის ამგები, პლანერის ტიპის მარტივი საფრენი აპარატის გამართვა რთული არ იქნებოდა. მთავარი იყო თვით აპარატის იდეა და ასეთი რომ არსებობდა, ამას თვით მითი ადასტურებს. მითში აღწერილი ცვილით მიწებებული ფრთები კი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ამბის თანამედროვენი ჯერ კიდევ არ არიან მზად ასეთი სირთულის მოვლენის რეალისტურად აღსაქმელად.

ც.ჭუმბურიძე “ახალი ვერსია”

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› მარკესი გაბრიელ გარსია: ჩვენი ცხოვრების მდინარე

ბავშვობაში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზეზით ვისურვებდი: რათა კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო მაგდალენაზე. მდინარის გემით წელიწადში ორჯერ ვმგზავრობდი (ბოგოტასკენ და ბოგოტადან) – საშუალო სკოლაში სწავლის ექვსი წლისა და უნივერსიტეტში სწავლის პირველი ორი › › ›

DU