1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» სადღეგრძელოები ლუდით

ბევრ და მემგონი ყველა ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენა ლუდით “სადღეგრძელოს” თქმა, მაგრამ ჩვენ ქართველები მხოლოდ ცუდ და უვარგის ხალხ შეუთვლით ხოლმე ლუდით.
ლუდით სადღეგრძელოს მუღამი იმაშია, რომ იგი უნდა იყოს საშაირო, გონება მახვილური. ზოგი ისეთ სადღეგრძელოს იტყვის რომ შეიძლებ სიცილით მოგკლას და ამავდროულად რაღაც სიბრძნეც მოგცეს. მოკლედ მე რაც გამიგონია და მახსენდება აქვე დაგიწერთ, დანარჩენს მერეც მივამატებხოლმე და თქვენც წაამატეთ კომენტარებში დანარჩენი რაც მოგაფიქრდებათ.

აბა ჰე ვიხალისოთ 🙂

  • იმ კაცს გაუმარჯოს, საკუთარ თირკმელს რომ გაყიდის და რესტორანში იგრიალებს.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, სადღეგრძელოში რომ იტყვის, ამ ჭიქით ჩემს ქალიშვილ ცოლს გაუმარჯოსო.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, კურდღელს თოფს რომ დაუმიზნებს და გასროლისას ორივე თვალს დახუჭავს.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, თოხს რომ ვაჟკაცურად მოიქნევს და პენსიონერ მამას მიაჩეჩებს ტემპი არ დააგდოო.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, ზამთარში რომ თოვლს შეინახავს, ზაფხულში გავყიდიო.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, მერსედესით რომ ტაქსაობს და კლიენტის გამოჩენამდე ავზში საწვავს არ ასხამს, დაძველდებაო.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, ცელქ შვილიშვილს რომ დედას შეუგინებს.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, შუა ზამთარში კაზინოში რომ პალტოს ფულს წააგებს.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, ცოლის საყვარელს რომ ჭიქას მიუჭახუნებს, ძალა ერთობაშიაო.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, საახალწლო ინდაურს, მოტეხილ ფეხს თაბაშირში ჩაუსვამს.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, გულზე რომ არწივი ახატია და სახლში ცოლი ჩაგრავს.
  • იმ კაცს გაუმარჯოს ოთარაანთ ქვრივი რომ არ წაუკითხავს და “ბლანკოს ქვრივის” არცერთი სერია არ გამოუტოვებია.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, სიმამრს რომ მერსედესს აჩუქებს და მამას რომ მეტროს ტალონს უყიდის.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, ნინოობას გოგო რომ ეყოლება და სახელად გრეტას დაარქმევს.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, შამფურს ჯართში რომ ჩააბარებს, რა ჩემფეხებად მინდაო.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, დედას ნერვებს რომ უწამლავს და სიდედრს კიდევ ვენახსაო.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, მიცვალებულზე შარვალ-კოსტუმი რო შეშურდება.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, დედამისის პენსიით, სიდედრს რომ აგარაკზე დასასვენებლად გაუშვებს.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, სტუმარს მარანში ყავას რომ მიართმევს.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, მამის კისერზე რომ ზის და დედიმისისას მიირთმევსო.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, ორივე ბაბუა რო ფაშისტებმა ფრონტზე მოუკლეს და ჩემპიონატზე გერმანის ბალეშიკია.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, გაფუჭებულ ტანკს, რომ გმირულად შეუვარდება ბორბლებში.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, მაცივარი სავსე რომ აქვს და მაინც დედიმისისას მიირთმევს.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, წვერულვაშს რომ მოუშვებს და ფეხებს გაიპარსავს.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, 41-დან 45-მდე რომ ტყეში იმალებოდა და გამარჯვების 26 მაისს მგელმა შეჭამა.
  • იმ ავადმყოფს გაუმაჯოს წამლებს იმიტომ, რომ სვამს სხვამ არ დამილიოსო.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, სიდედრს დედას რომ დაუძახებს, თუ დედას შემაგინებენ სიდედრს მიუვაო.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, სკოლის ატესტატში გეოგრაფიაში ხუთიანი უწერია და საქართველოს დედაქალაქი ხარაგაული ჰგონია.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, რომ ჯარში არ წავიდეო და კუზანოვასთან წავა.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, ცოლს დასასვენებლად, რომ გაუშვებს და ფულს არ გაატანს – ჩავა და თვითონ იშოვისო.
  • იმ კაცს გაუმარჯოს, სიდედრს ნიფხავს რომ გაუკერავს და ძაფს კბილებით მიაწყვეტავს.
  • ეს იმ გლეხს გაუმარჯოს, რომლის მამულებზეც ეკალი ხარობს და ადნოების ფერმაში ვენახი.
© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

13 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ანა ამბობს:
    30 მაისი, 2010წ. 14:06სთ.

    ერთს გეტყვიით რომ ლუდის სადრეგრძელოს თქმა შეიძლება და არა ასეთების :))) სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II აკურთხა :)) რადგან ლუდი ხორბლისგანაა დამზადებული.ხოლო ხორბალი ეკლესიურად ყველამ კარგად ვიცით :)))

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ალეკო ამბობს:
    31 მაისი, 2010წ. 11:35სთ.

    იმ კაცს გაუმარჯოს რომელსაც გარედან ჩოხა აცვია და შიგნიდან ტანგა.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. მიშო ამბობს:
    31 დეკემბერი, 2010წ. 09:16სთ.

    მოდით იმ კაცს გაუმარჯოს, ცოლის შიშით რო მაგიდის ქვეშ შეძვრება და იქიდან იძახის, ამ სახლში უფროსი მე ვარ სადაც მინდა იქ შევძვრებიო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. მურიკა ამბობს:
    12 იანვარი, 2011წ. 15:03სთ.

    ეს იმ ახალ ქართველს გაუმარჯოს ახალ მერსედერსში სიმღერას რო უსმენს ” რა ვქნა რო ბედი არ მწყალობს”

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ირაკლი ამბობს:
    23 იანვარი, 2011წ. 18:14სთ.

    მოდით იმ კაცს გაუმარჯოს, ქალაქში შუქი რო გამოირთბა და სვეტაფორის ასანთებლად დვიჟოკს გამოიტანს სახლიდან

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ირაკლი ამბობს:
    23 იანვარი, 2011წ. 18:15სთ.

    მოდით იმა კაცს გაუმარჯოს, პოკერებში ფულს რო წააგებს და კიდე სათამაშოდ ძროხას გაყიდის 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. nika ამბობს:
    27 იანვარი, 2011წ. 20:12სთ.

    ეს იმ კაცს გაუმარჯოს რომელსაც ოთარაანთ ქვრივი არ წაუკითხავს და “ბლანკოს ქვრივის“ არცერთი სერია არ აქვს გამოტოვებული“

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. ნაზი ამბობს:
    13 სექტემბერი, 2011წ. 21:33სთ.

    ეს იმ კაცს გაუმარჯოს რძალს რომ პოლისჯოხს დაუმოკლებს იქნებ რამე დავინახოვო….

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ბაღანა ამბობს:
    9 დეკემბერი, 2011წ. 13:01სთ.

    ეს იმ კაცს გაუმარჯოს- ბავშვობა გაიხსენეო რომ ეტყვიან და რომ ჩაიჯვამს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ლუდისტი ამბობს:
    31 იანვარი, 2012წ. 11:38სთ.

    ეს იმ კაცს გაუმარჯოს, დედას ჯოკერს რომ ეთამაშება და ეტყვის დედი შეგეტენაო.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. აჩი ამბობს:
    14 მაისი, 2012წ. 00:00სთ.

    ამ ჭიქით იმ კაცს გაუმარჯოს ჩემს პანაშვიდზე მუსიკას რო ფეხს ააყოლებს :)))

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. შაკო ამბობს:
    2 სექტემბერი, 2012წ. 15:14სთ.

    იმ კაცს გაუმარჯოს ცოლი რომ დააცემინებს და ეს რომ ეტყვის “ამაზე გრძელიო” 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. თემური ამბობს:
    6 ივნისი, 2013წ. 18:28სთ.

    ანა, კი მარა ლუდს ხორბლიგან სად ამზადებენ, იქნებ მიმსაწავლო ასეთი ადგილი და თქვენს სადღეგრძელოს დავლევ.
    ლუდის დასამზადებლად სვია გამოიყენება, რომელიც ადამიანში ჰორმონების შეცვლას იწვევს.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› ძროხის ხაში

კარგად გაასუფთავეთ და თბილ წყალში გარეცხეთ ძროხის ფაშვი, ნაწლავები, ფეხები, ჩაყარეთ ადუღებულწყლიან ქვაბში და დაადგით ცეცხლზე. ადუღდება თუ არა, წვენი გადაღვარეთ, დაასხით ზედ ადუღებული წყალი და ხარშეთ, სანამ წვენი არ › › ›

DU