1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბოლნისის სიონი

ბოლნისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი. 478-493 წწ.
ბოლნისის სიონის ტაძარი მდებარეობს ბოლნისიდან 8 კმ-ზე, მდინარე ფოლადაურის მარცხენა ნაპირზე.
სიონის სახელწოდება საქართველოში პალესტინიდან შემოვიდა და რამდენიმე ადგილას გვხვდება. ბოლნისის სიონი უდიდესი ბაზილიკათაგანია საქართველოში. იგი აშენებულია 478 – 493 წლებში.
მცირე სამლოცველო, რომელიც ტაძარზე აღმოსავლეთიდან არის მიშენებული, VIII საუკუნისაა. ბოლნისის სიონის ფასადები მარტივია: ფართო კედლები მოპირკეთებულია კარგად გათლილი, მომწვანო-ფირუზისფერი ტუფით.
შუა საუკუნეების დასაწყისის ხუროთმოძღვრებაში ფასადს ნაკლები ყურადღება ექცევა, მთავარია შიგა სივრცის გადაწყვეტა. ბოლნისის ინტერიერი დახვეწილი პროპორციებით, მორთულობის გააზრებული განაწილებით დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ბოლნისის სიონმა შემოგვინახა ქართული ქრისტიანული სკულპტურის უძველესი ნიმუშები. აქ პირველად გვხვდება ქვაზე კვეთილი სკულპტურული და ორნამენტული სამკაული, რომელიც თავმოყრილია ტაძრის ინტერიერში.
სიონის ტაძრის კედლებზე შემონახული წარწერები უძველეს ქართულ წერილობით ძეგლს წარმოადგენენ. პირველი წარწერიანი ქვა, რომელიც მოთავსებული იყო ტაძრის ჩრდილოეთის მარცხენა შესასვლელის თავზე, ახლა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. მეორე წარწერაში, აღმოსავლეთ ფასადზე, მოხსენებულია ტაძრის ამშენებელი – დავით ეპისკოპოსი. მესამე წარწერა ჩრდილოეთის მარჯვენა შესასვლელის თავზეა.
დროთა განმავლობაში ძეგლი დაზიანდა. 1634 წ. სპარსელების შემოსევის დროს დაზიანდა კამარები და დასავლეთის კედელი. XVII საუკუნეში როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის ბრძანებით აღადგინეს. XVII საუკუნის ბოლოს გიორგი XI -ის ბრძანებით ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ეკლესია კვლავ შეაკეთა, მოახატვინა და გვერდით სამრეკლოც მიუშენა.
XVIII საუკუნის მანძილზე ბოლნისი არაერთხელ დაარბიეს ლეკებმა. ძარცვა-განადგურება მას არც XIX საუკუნეში მოკლებია.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

ერთი კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ხათუნა ამბობს:
    18 ივნისი, 2010წ. 21:54სთ.

    ეს დიდებული და ჭეშმარიტია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

3 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 5

› შიო გვეტაძე: მონანიება – თავი XIV

ეკა მაისის წვიმიან დღეს დავკრძალეთ.საფლავს მომაშორეს, სადღაც ლოდზე დამსვეს, ციალა გვერდიდან არ მშორდებოდა, რაღაცას მეუბნებოდა, ალბათ მანუგეშებდა. ხმას არ ვიღებდი, დაბერებული, ძაძებში ჩამჯდარი დეიდა თამარი გულში მიკრავდა, მეფერებოდა, მაგრამ მე › › ›

DU