1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» 300 არაგველი

ორასი წლის წინათ მეფობდა მეფე ერეკლე. სპარსეთის ხელმწიფემ მოსთხოვა მას ეცნო ის მეფეთა-მეფედ და ხარჯი ეძლია. მეფე ერეკლემ ცივი უარი შეუთვალა. სპარსეთის ხელმწიფემ შეჰკრიბა დიდძალი ჯარი და სწრაფად მოადგა თბილისსა. მეფე ერეკლემ მხოლოდ მცირეოდენი ჯარის მოგროვება მოასწრო. სპარსელები ერთი ოცად მეტნი იყვნენ ქართველებზე. ქართველ ჯარში ერია ერთი რაზმი, რომელიც შესდგებოდა სამასი ფშავ-ხევსურის და არაგვის-პირელი გლეხისაგან.

ომის დაწყების წინ ამ რაზმის მეომართ შეჰფიცეს ერთმანეთს: „თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდესო; ან გამარჯვება მტერზე და ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო“. ეს ვაჟკაცური ფიცი ვაჟკაცურადვე შეასრულეს ჩვენმა რაზმელებმა. როცა აუარება სპარსელებმა სძლიეს პატარა ქართველ ჯარს, არცერთმა რაზმელმა მტერს ზურგი არ უჩვენა, არცერთი არ შეუშინდა სიკვდილსა, ყველანი ებრძოდნენ მტერს უკანასკნელის სისხლის წვეთამდინ და თავისი გმირული სული ყველამ ბრძოლის ველზე დალია, თბილისის ქვემოთ, კრწანისის ველზე.

იაკობ გოგებაშვილი

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

20 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ani ამბობს:
    11 აპრილი, 2010წ. 16:22სთ.

    ეს ყველამ უნდა იცოდეს და მთელმა საქართველომ რა გაიგეთთთ თუ ვერა ჩვენ ჩვენი ქვეყნის ისტორია უნდა ვიცოდეთ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ანანო ამბობს:
    21 ნოემბერი, 2011წ. 18:36სთ.

    ჩემი აზრით ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს რომ სამასი არაგველი გმირულად დაიღუპა
    ომში. სპარსელები ხომ მათზე ბევრად მეტნი იყვნენ! ეს იმის ნიშანია რომ ისინი მამაცები იყვნენ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. მარი ამბობს:
    29 ნოემბერი, 2011წ. 09:01სთ.

    ჩემი აზრით უფრო ვრცელი უნდა იყოს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. დავითი ამბობს:
    29 ნოემბერი, 2011წ. 09:21სთ.

    კარგია მეტი რაღა გინდა მარი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ბაია ამბობს:
    20 თებერვალი, 2012წ. 13:34სთ.

    ესეც საკმარისია მარი ამით უკვე ვიგებთ თუ როგორი მამაცი გმირები გვყოლია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. აჩი ამბობს:
    25 მარტი, 2012წ. 12:13სთ.

    ანი მართალია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. გიორგია ამბობს:
    26 მარტი, 2012წ. 19:54სთ.

    თქვენ შემოგევლეთ ბიჭებო, თქვენი ვაჟკაცობით თქვენი სახელი უკვდავყავით, იყავით ძლიერები ხორცით და იყავით ძლიერები სულით, ნეტავ თქვენი თავგანწირვა მალე დაფასდეს რათა იხილოთ სამოთხიდან ბედნიერი, მართალი, დიდი, გაბრწყინებული, სამაგალითო და ასე შემდეგ საქართველო

    (ქართველები წინა საუკუნეებში მართლაც ძლიერი მეომრები იყვნენ, რაც განპირობებული იყო როგორც მათი სპორტულ-საომარი თამაშობებით ბავშვობაში ასევე მისი გაგრძელება-გაფართოებით ძრდასრულობის ასაკში, ასევე მათი სამშობლოსადმი და სიმართლისადმი ფანატიზმი მათ ვაჟკაცობასაც განაპირობებდა და ისინი(ქართველები) არც თუ იშვიათად იმარჯვებდნენ მათზე ბევრად რიცხვმრავალ და იარაღმრავალ მტერთან. ცნობილი ამბავია რომ 1500-1800წლებში ქქართული იარაგი ვერ შეედრებოდა გინდ ოსმალურ და გინდ სპარსულ იარაღებს. ოსმალ-სპარსებს ხომ უფრო თანამედრროვე იარაGი ჰქონდათ, ანუ ახალი თოფები და ზარბაზნები, თუმცა ამ ორ საუკუნეში არის რამდენიმემე ისტორიული ბრძოლა სადაც ქართველმა ტომებმა მუსრი გაავლეს მათზე ბევრად რიცხვმრავალ მტერს.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. იოსები ამბობს:
    2 მაისი, 2012წ. 18:44სთ.

    თქვენი ჭირიმე სამშობლოსათვის თავდადებულო ვაჟკაცნო. თქვენი ვაჟკაცური საქციელი ყველა ქართველს სამშობლოსთვის ზრუნვისკენ უნდა უბიძგებდეს. ბედნიერია ის ერი რომელმაც თქვენ გშვათ. რომ არა 300 არაგველის მსგავსი ვაჟკაცები ჩვენი სამშობლო დღემდე ვერ მოახწევდა. მაგრამ სამწუხაროა რომ დღეს ქართველებმა ყველაფერი დავივიწყეთ და გადაშენების გზას ვადგავართ. ქართველის უპირველეს მოვალეობას სამშობლოზე, მოყვასზე ზრუნვა უნდა წარმოადგენდეს. ამ იდეით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და თუ საქართველოს გადარჩენა გვინდა ჩვენც ამ იდეისთვის უნდა ვიცოცხლოთ. ბედნიერია ის ვისაც სამშობლოსთვის უძგერს გული.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. მარი ამბობს:
    27 იანვარი, 2013წ. 11:29სთ.

    ჩემი აზრით ეს საკმარისია იმის გასაგებათ რომ სამასი არაგველი გმირები იყვნენ და პატრიოტებიი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ნიკა ამბობს:
    29 იანვარი, 2013წ. 15:13სთ.

    მომწონს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. ანრი ამბობს:
    3 თებერვალი, 2014წ. 14:15სთ.

    მართლა ყველამ უნდა იცოდეს ეს!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. ანა ამბობს:
    18 დეკემბერი, 2014წ. 14:22სთ.

    ნეტავ ყველა ქართველი ასეთები იყვნენ როგორებიც 300 არაგველები

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. გიორგი ამბობს:
    3 თებერვალი, 2015წ. 19:46სთ.

    ნეტა ყველა ქართველი ასეთი იყოს ვაჯკაცები ქართველებს ფაქტიურად აღარ გვყვავს მაგრამ კარგია რომ ცოტა მაინც გვყავს ვაჯკაცი ადამიანი და 300 არაგველით უნდა ვიამაყოთ!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  14. ანუკი ამბობს:
    5 თებერვალი, 2015წ. 10:06სთ.

    ინფორმაცია მაქვს დასაწერი და ეს რას მყოფნის

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  15. გიორგი ამბობს:
    9 თებერვალი, 2015წ. 15:29სთ.

    ძალიან კარგია და 300 არაგველები ისეთი მამაცები იყვნენ რომ უკან დახევა მათ არ აინტერესებდათ და პირიქით წინ და წინ მიდიოდნე.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  16. ანა ამბობს:
    20 ოქტომბერი, 2015წ. 16:41სთ.

    მაგარი საიტია ყველაფერი მაგარია ამ საიტზე 🙂 დღეს ვიპოვე შემთხვევით გალაკტიონ ტაბიძის მაულს ვეძებდი <3333 პკ…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  17. ანუკი ამბობს:
    20 ოქტომბერი, 2015წ. 16:43სთ.

    ეს მართლაც ყველამ უნდა იცოდეს (მე არ ვიცი :* )

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  18. ალექსანდრე ბუღაძე ამბობს:
    20 თებერვალი, 2016წ. 13:05სთ.

    მე მგონია რომ ეს ამბავი უნდა იცოდეს ყველა ქართველმა იმ დროს მართალია ჩვენ წავაგეთ მაგრამ ჩვენ ძალიან გულიანად ვიბრძვოდით მე ვარ მახუთე კლასის მოსწავლე და ვიცი ეს წარმოიდგინეთ რა სირცხვილი იქნება როცა დიდ ადამიანს არ ეცოდინე ბა ეს. მემომწონს ეს საიტი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  19. ირაკლი ამბობს:
    19 ივლისი, 2016წ. 15:44სთ.

    “ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
    თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
    შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!
    ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
    შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
    ჟრიალი ხომ არ მოგესამათ ოჟა ჯურხაის ფარისა?
    სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?
    იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
    მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად,
    თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
    მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა?
    ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
    თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა!”.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  20. ირაკლი ამბობს:
    19 ივლისი, 2016წ. 15:47სთ.

    XVIII საუკუნის მიწურულს საქართველოს დაუპირისპირდა სპარსეთი. დიდებულმა ერეკლე
    II დახმარებისთვის მიმართა რუსეთს და გააფორმა ყველასთვის ცნობილი გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლის ავ-კარგობის შესახებ, დღესაც ორად იყოფა
    მოსახელობის აზრი. ამ ტრაქტატის თანახმად, რუსეთი საქართველოს უნდა დახმარებოდა სამხედრო შემოტევის შემთხვევაში.
    1795 წელს, საქართველოსკენ დაიძრა ღა–მაჰმად–ხან ყაჯარი,
    35 000 მებრძოლით. ის სონღალუღთან 8 სექტემბერს დაბანაკდა. ერეკლე II მხოლოდ 5 000 მეომარის შეკრება შესძლო, მაგრამ მხედართმთავრების წყალობით მათი გამოყენება ისე შესძლო, რომ მტერმა ქართველთა სიმცირი ვერ გაიგო. 3 წაგებული ბრძოლის შემდეგ ხანი გაბრუნდა თბილისიდან, მაგრამ სიხარული ნაადრევი იყო, რადგან, როგორ ყოველთვის ქართველებს შორის გამოჩნდა მოღალატე, რომელმაც ამცნო ხანს მებრძოლთა სიმცირის შესახებ. სპარსელთან ჯარი მობრუნდა უკან, თან გზად უკვე აღნიშნავდა გამარჯვებას. ისინი ისე მალე დაბრუნდნენ თბილისსში რომ,
    მეფემ ვერ შესძლო ჯარის შეკრება, ის მხოლო მოხალისეთა რაზმის იმედათ დარჩა. ამ რაზმის შემადგელობაში შედიოდა 300 ფშავ–ხევსურისა და არაგველი გლეხი, რომლებმაც ბრძოლის წინ ფიცი დადეს : “თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის
    ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება მტერზე ან სიკვდილი ბრძოლის ველზე“–ო. მათ იცოდნენ რომ გადარჩენის შანსი არ იყო, მაგრამ არ შეშინდნენ, მოწინავე რაზმის ადგილი დაიკავეს და მტერს ვაჟკაცურად შეეგებნენ. მათი დამსახურებით გადაურჩა
    ერეკლე II ტყვეობას. ყველანი იქვე დაიხოცნენ ვაჟკაცურად.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

18 votes, average: 4.44 out of 518 votes, average: 4.44 out of 518 votes, average: 4.44 out of 518 votes, average: 4.44 out of 518 votes, average: 4.44 out of 5

› ბიოგრაფია: გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959)

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში.
მამის მხრიდან პოეტის წინაპრები მღვდელმსახურები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი მე-17 საუკუნეში ანა დედოფალს მიუწვევია თავისი წიგნთსაცავის მოსაწესრიგებლად. ეს კაცი – › › ›

DU