1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» 9 ძმა ხერხეულიძე

თბილისის სამხრეთით, ორმოცის ვერსის მანძილზე, სძევს მოზრდილი სოფელი მარაბდა. ოთხასი წლის წინათ ამ სოფელში სცხოვრობდა მოხუცი აზნაური ხერხეულიძე, რომელიც გადასახლებული იყო ზემო ქართლიდგან და რომელსაც ცხრა ვაჟი ჰყავდა. მამა ამ ცხრა ვაჟისა იყო ერთგული მოყვარე თავისი ქვეყნისა და მხურვალე მამულიშვილი; ცოლადაც მას ჰყავდა ყოვლად ღირსეული ქართველი მანდილოსანი. ამის გამო ცხრა ძმანი ერთიერთმანეთზედ უკეთესი ვაჟკაცები და მამულიშვილები დადგნენ.

იმ ჟამად სპარსეთში მეფობდა შაჰი აბაზი, მეტად აბეზარი მეომარი. მას ჰყავდა მრავალი ჯარი, განწვრთნილი და გამოცდილი ლაშქრობაში. შაჰ აბაზმა დაიპყრო ბევრი ქვეყანა და ბოლოს საქართველოშიაც შემოიჭრა. ქართველი ჯარი მას გადაეღობა გზაზე თბილისს ქვეით, მარაბდის სამხრეთით. გაჩნდა საშინელი ბრძოლა*. სამი დღის განმავლობაში სისხლი შეუწყვეტელ ნაკადულებად მიდიოდა. თუმცა სპარსელები ერთი ათად მეტნი იყვნენ, მაგრამ მათ სამი დღის განმავლობაში ქართველ ჯარს ფეხი ვერ მოაცვლევინეს, რადგანაც ქართველნი მეომარნი თავგანწირულად იბრძოდნენ სამშობლოს დაცვისათვის. მეტადრე საოცარს უშიშრობას, სამაგალითო ვაჟკაცობას და საარაკო თავდადებულობას იჩენდნენ ცხრა ძმანი ხერხეულიძენი, რომელნიც ერთად მხარ-და-მხარ ებრძოდნენ მტერსა. მათ არაერთი იერიში სპარსელებისა უკუ აქციეს, არაერთხელ აქნევინეს ზურგი მტერსა. მაგრამ მეოთხე დღეს სპარსელებს ახალი ჯარი მიეშველათ და დაღალულ-დაქანცულმა ქართველმა ლაშქარმა ვეღარ შეიკავა მტერი. ამ საშუნელს წამის დროს ძმანი ხერხეულიძენი არამც თუ არ შედრკენ, არამედ ლომებად გადაიქცნენ და უფრო მომეტებული თავის განწირვით იბრძოდნენ. მათ, ზემოთ მოხსენებული სამასი გლეხივით, გადაწყვეტილი ჰქონდათ ან გაემარჯვნათ, ან ბრძოლის ველზე დახოცილიყვნენ ყველანი. და რადგანაც ქართველმა ჯარმა ვერ გაიმარჯვა, თავდადებულნი ძმანი ერთიერთმანეთზედ ზედ შეაკვდნენ მტერსა და თავისი გმირული სული დალიეს ბრძოლის ველზე.

ხალხის თქმულებით, მათი დედაც ბრძოლის ველზე იყო, ამხნევებდა მათ და როცა ერთს მის ვაჟს, სასიკვდილოდ დაჭრილს, ქართული დროშა ხელიდან გაუვარდა, დედამ აიღო დროშა და მეორე თავისს შვილს მისცა ხელში.

მადლიერმა ქართველებმა ეს ცხრა ძმა იპოვნეს ბრძოლის ველზე მკვდართა შორის, თვითეული დიდი მოწიწებით დამარხეს ცალ-ცალკე მწკრივად და დაადვეს ცხრა დიდ-დიდი საფლავის ქვა, რომელიც დღემდის დაცულია.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

9 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ana ამბობს:
    11 აპრილი, 2010წ. 16:16სთ.

    ძაააან მაგარი რაღაცაააა რა მაგრობააააა ზუსტად ესეთები უნდა იყოს სულ და მეტი არაფერი ყველაფერი უნდა ვიცოდეთ ჩვენ საქართველოზე

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ნათია ამბობს:
    3 დეკემბერი, 2011წ. 09:46სთ.

    მაგრები იყვნენნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ
    ესენი გვჭირდება დღეს ხვალ და ზეგ 🙂 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ნიტა... ამბობს:
    6 თებერვალი, 2012წ. 14:48სთ.

    მაგარი გოიმკობაა… 9წლის დროინდელ ანბებზე მე რა…?
    კიდე კაი, შემღხვევით მოვხვდი ამ საიტზეეეეეეეეეეეეეეეეეეეე…………..!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!<3:D

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ილია ამბობს:
    22 ოქტომბერი, 2012წ. 18:48სთ.

    აბა ვინ გევასება 9_10 წლის დროინდელი თუ არ ისწავლე რა დღევანდელ პორნოებს და ზასავებს უნდა უყუროო შე მართლა გოიმოოოოო

    და ამ საიტზე რა მინდა ვთქვა ძაან მაგარი რამეა ვინც შექმნა დიდი მადლობელი ვარ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. მზია ამბობს:
    4 დეკემბერი, 2012წ. 14:54სთ.

    ძალიიან მაგარიია ესეთი გმირებიი სჭირდება საქარტველოოსსსს !!!! რომ დაიცვან და გააძლიერონ!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ნიკა ამბობს:
    6 დეკემბერი, 2012წ. 07:35სთ.

    მაგარი რაღაცაა ეს გუშინ ვისწავლე სკოლაში ყველაზე ძალიან კი ისმომეწონა 9 ხერხეულიძე ბოლომდე იბრძონდენ მამულისთვის და ასევე მათი დედაც როგორ ვიცი 9 ვაჟი რომ მოკვდა ბოლოს დედამ აწია საქართველოს დროშა და გაუმარჯოს მათ ოჯახს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. nutsa metreveli ამბობს:
    2 ნოემბერი, 2014წ. 18:05სთ.

    არც კი ვიცი, რა ვთქვა, უფრო სწორად, ალბათ, ვიცი, მაგრამ ემოციებმა დამამუნჯა… გული მეწვება,ხალხო! ეს ცხრა ძმა ხომ შეაკვდა მტერს და სხვა კიდევ რამდენი ასეთი თავდადებული გმირი ახსოვს ჩვენს ისტორიას!!! გული კინაღამ გამისკდა, ზემოთაღნიშნული ანტიგოიმკური და ისტორიისინტერესმოკლებული კაცუნას(დღევანდელ მაგარ ბიჭს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, თუ ის ბიჭია) უსუსურ და სამარცხვინო კომენტარს რომ ვკითხულობ!!! 14 წლის ვარ, მაგრამ რათომღაც თუფაქის ყველა სიმღერის დაზეპირებაზე მეტად ეს მადარდებს! გონს მოდით, ქართველებო!!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. დალი ამბობს:
    10 მარტი, 2015წ. 17:17სთ.

    ნიტას და მისნაირ გადაგვარებულებს. რაც ხარ, სახელზეც გეტყობა. ამებას დონეზე გაქვს აზროვნება.შენისთანებს საქართველოს გმირული წარსული არაფრად უღირს.შენ გეტყობა ლიბერასტი ხარ.დამშვიდდი,როცა აღარ იქნები,შენისთანა ერთი დღეც არ ემახსოვრებათ ოჯახის წევრებსაც კი.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. სანდრომ ამბობს:
    28 მაისი, 2015წ. 15:43სთ.

    ზუსტად ეს ტექსტი მომიწია ჩათვლაზე

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 5

› Scubster – წყალქვეშა პედლებიანი ნავი

იდეაში მეც მქონდა მასეთი პროექტი ;).
ფრანგმა გამომგონებელმა სტეფან ღუსონ (Stéphane Rousson) აი მისი ფოტოც:

ხოდა მაგ კაცმა გამოიგონა ნუ ყოველშემთხვევაში პირველმა დააპროექტა და შექმნა წყალქვეშა ნავი “Scubster” ანუ ქართულად “სკუბსტეღ”, რომელიც › › ›

DU