1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §63 ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება

1598
ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია;
აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ჰე, დია.
ტარიელ ბრძანა: “მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია?
და ადრე მოვიცლი იმათგან, ღმერთი და ჩემი ბედია!

1599
იმა ლაშქართა უნახვან კვლა ჩემნი ხრმალთა კვეთანი;
ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქმენ აბჯართა ფეთანი”.
ავთანდილ ჰკადრა: “რად უნდან თქმანი სიტყვათა მძლეთანი?
და მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიჰხვდენ ფერხითა ცვეთანი”.

1600
დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს,
ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს,
ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს,
და იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაგან უფრო ბუქდეს.

1601
წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს;
ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს,
მოაგებნეს მხარ-დაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს,
და აიზიდნეს; “ვისნი ხართო?” – ჰკითხეს, ხანსა არ დაზმიდეს.

1602
მათ მოხსენეს: “ტურფაო, ჩვენ – ცუდად დაღორებულნი,
რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი”.
უბრძანა: “წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი,
და აცნობეთ თქვენსა პატრონსა: “მოვლენ გულითა ქებულნი”.

1603
უთხარით: “ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია,
იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია:
ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქვენნივე დარაჯანია,
და შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია!

1604
დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო!
ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო?
აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე სრულად ამოგდაგო,
და ხრმალი ჩემი მოლესული შენს ტანზედა დავაბლაგო.

1605
აწ დაემზადე, მოპარვა მე შენი არა მწადიან;
შემები, რაზმი დააწყევ, პირველვე გამიცხადიან;
პირ-ბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან?!
და მე ჩაბალახად გახმარებ, რაცა გიმუზარადიან”.

1606
დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს.
რამაზს ჰკადრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს:
“მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს,
და ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს!”

1607
ინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია,
დროშა არაბთა მეფისა მას თანა შენატყუბია;
არაბთა იცის ყველამან, მათი აბჯარი შუბია;
და ფრიდონ – მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია.

1608
ცოტაი წავლეს, გამოჩნდეს ხუთასნი ცხენოსანანი;
შეტევებასა ჰლამოდეს ყმანი არაბთა თანანი;
ტარიელ ეტყვის: “ნუ იქმთო”, მისცა სიტყვისა ნანანი;
და მოვიდეს, აჩნდა უაბჯროდ, არცა თუ ჰქონდეს დანანი.

1609
ცხენის ფერხთა მოეხვია, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა,
მოახსენა: ” შემიბრალე, მისსა ძალსა, ვინცა გხვეწა!
ნუ დამარჩენ, ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე, წა-!
და გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა.

1610
დაიკარგენით, წახვედით თქვენ, წელნი მეათენია,
გახდეს მფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია;
ამად შევმართენ საქმენი ჩემნი საკამათენია,
და ადრე გამიტყდა სოფელი, მართ ვითა კაბათენია.

1611
ვიაჯი, მომკალ მე ხოლმე, ყველაი ჩემი ბრალია;
მერმე ხუთასი ვაზირი მყავს აქათ წაუვალია,
თავები დასჭერ, ადინე სისხლი, მართ ვითა ღვარია,
და სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ვტირ ამად გულ-მდუღარია”.

1612
ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლნი წინა:
“ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა, ვინცა აგრე დაგარჩინა!”
ტარიელ დგას დაყმუნვებით, რამაზ წინა მოეფინა.
და ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა!

1613
კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მის თანაც არსა.
ვით ნინეველნი, ისხემდეს თავსა მტვერსა და ნაცარსა,
ამით დაეხსნეს რისხვასა, ზეცით მოსრულსა ნაცარსა.
და წაღმავე წაგრეხს სოფელი კვლა მისგან უკუნაცარსა.

1614
ბრძენთა ვინმე მოსწავლემან საკითხავი ესე ვპოვნე:
“ესეაო მამაცისა მეტის-მეტი სიგულოვნე:
ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე;
და გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე”.

1615
ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წაღმართულია:
“აღარ დაგხოცო”, უბრძანა, – ძლეული შიშმან თუ ლია,
წაღმავე წაგრეხს საქმესა, რაცა უკუღმა სთულია;
და “ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია”.

1616
თაყვანის-სცეს და დალოცეს, ყოვლთა ხმა ერთად იერეს,
ღმერთსა შეჰვედრეს ზახილით, სვე მათი გააძლიერეს,
თავები დახსნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამით მიერეს.
და ტარიას ხრმალნი ვერ გაძღეს, ჯერთ ხორცი მოიმშიერეს.

1617
ტარიას ნახვად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია;
რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია;
მოვიდეს, ნახეს: რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია;
და ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სვეტია.

1618
ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა:
“არ დაგხოცსო, შეგიწყალნა”, – ყველაკაი დალოცვიდა;
ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ყველა ამას მოზრახვიდა:
და “მოვიდაო იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა”.

1619
მოეგებნიან ტარიელს, შორი-შორ უსალამიან;
შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, იალამიან.
ვერ გამოენდვნეს ინდონი, თქვეს, თუ: “ღალატსა ლამიან”,
და არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.

1620
ტარიელ მიდგა, უყივლა: “მე მოველ, მეფე თქვენიო,
თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო,
ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო,
და გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო”.

1621
მაშინ იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია,
სრულად ნათლითა აივსო ზღუდე და ბანის-ბანია;
ხმა-მაღლად ხმობდეს, იზახდეს: “მოგვშორდეს სალმობანია,
და აქამდის რისხვა-მაღალმან აწ მოგვცნა წყალობანია”.

1622
კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია;
ერთობ ფლასითა მოსილნი უმზერდეს მუნ მჭვრეტენია;
ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია,
და ზახილით თავსა იცემდეს, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია.

1623
ვითა გამზრდელსა ჰმართებდა, გაზრდილი აგრე ხელია;
რომე სდის ცრემლი თვალთაგან, ცეცხლთაგან უფრო ცხელია;
თავსა იცემდეს, იზახდეს, ტირს მეტად გულ-ფიცხელია.
და გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია.

1624
რა ნახნა ხასნი, ვაზირნი ფლასითა დამოსილნია,
კვლა დაიზახნა ტარიელ უფროსნი დანაკივლნია;
სისხლი და ცრემლი თვალთაგან სდის და მიწყობით მილნია.
და მოვიდეს, ყელსა მოეჭდვნეს, ვითა ძმანი და შვილნია.

1625
დიდებულნი მოეხვივნეს, მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა;
ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა,
ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა,
და მუნა კაცთა ვერ ჰნახვიდი გაცინებით მოღიმართა.

1626
დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად,
უბრძანებდა: “რად ვინ სტირთო, – ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად,
ღმერთმან რისხვა მოქცია წყალობისა გამოსახვად,
და გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვა-ახვად”.

1627
ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა მდენელმან;
იტყვის, თუ: “ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან;
დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან,
და თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან”.

1628
ქალმან დედასა შესტირნა: “ჰაი მე, რა ვქმნა, დედაო!
წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო,
მამამან ტახტი დაცალა, აღარსადა ზის ზედაო!”
და დედამან ცრემლნი მოსწურნა: “ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-აო”.

1629
გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები,
ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები,
ნესტანჯარს ეტყვის: “რადღა ვთქვათ სიტყვები ბედით ხელები?
და ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი, არ ერთხელები”.

1630
რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად,
დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად;
იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულის-გულად.
და აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.

1631
ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება;
ტარიელ თქვა: “დედოფალო, გჭირს ამათი არა-მცნება,
ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება,
და ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება”.

1632
ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მათსა;
ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითამ ათსა:
“ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა,
და ამად შევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა”.

1633
უბრძანა: “გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო,
დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო;
ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო,
და იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო”.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› შემოკლებული ინფორმატიკული ლექსიკის გაშიფვრა

აბა გავერთოთ 😉
A
AMIGA = A Merely Insignificant Gamers Addiction
Apple = Arrogance Produced Profit Losing Entity
AOL = Advertising Overloads Losers
B
BASIC = Bill’s Attempt to Seize Industry Control
› › ›

DU