1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §55 თათბირი ნურადინ-ფრიდონისა

1393
ფრიდონ თქვა: “ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცთარია:
ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია;
პირის-პირ ომი არ ძალ-გვიც, არ ჟამი საკვეხარია,
და ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.

1394
ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან,
მასწავლნეს მათნი საქმენი, მახლტუნვებდიან, მწვრთიდიან;
ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან,
და ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.

1395
აწ ვინცა ვიცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა,
მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა,
მას ზედა გავლა ასრე მიჩნს, ვითა გარბენა ველისა.
და თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.

1396
აბჯრითა გავლა არად მიჩნს ჭირად, გატანა ფარისა;
შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსი ქარისა,
ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ, ჰნახოთ გაღება კარისა!
და თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა”.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› §58 ტარიელისგან ზღვათა მეფისას მისლვა

1428
ზღვათა მეფისა წინაშე გაგზავნა მახარობელი,
შესთვალა: “მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი;
ქაჯეთით მოყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი;
და მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი.
1429
აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი › › ›

DU