1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §50 წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანს თანა

1285
პირ-მზე სწერს: “აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!
მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ჰხედაო?
მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო,
და აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.

1286
შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები,
აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები:
ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯერ ათასი გმირები,
და ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!

1287
სხვად ამბავი აქაური მეტი რა-მცა მოგიწერე:
ქაჯთა მეფე არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე,
მაგრა სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფე-რე,
და რასა ჰქვიან ძებნა ჩემი? არ ეგების, დაიჯერე!

1288
ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ-მაშვრალია,
იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია,
მაგრა მას ვჰნატრი, უნახავს მზე, ამად არ-დამზრალია,
და უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ბრალია!

1289
შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე,
ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე;
გეაჯები, საყვარელსა შემახვეწე, შემიბრალე,
და ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შე-ცა-სთვალე.

1290
მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა:
მას მკვდარსა ვნასავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა.
ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა,
და არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა.

1291
გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია,
მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია;
ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია,
და თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია”.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› მანდილოსნური ოპტიმალური სილამაზის გამოყვანა

როგორი უნდა იყოს ნამდვილი მანდილოსნური სილამაზე?
ამაზე პასუხი არარსებობს, რადგან გემოვნებაზე არ დაობენ (არადა სწორედაც რომ დაობენ)
მაგრამ მაინც ჩავატაროთ ექსპერიმენტი და შევაჯვაროთ მსოფლიოს ცნობილი ლამაზმანების ფოტოები და ვნახოთ რას მივიღებთ…
ჯერ ავიღოთ › › ›

DU