1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» გიორგი XI

ქართლის მეფე 1676-1688 და 1703-1709 წლებში, ვახტანგ V-ის მეორე ძე. 1676 წ. შაჰმა გიოგი XI ქართლის მეფედ დაამტკიცა. მაჰმადიანობა მიაღებინა, შაჰ ნავაზ-ხანი უწოდა და საქართველოში გამოისტუმრა. გიორგი XI-ის მეფობა ქართლში (1676-1688 წწ.) აღინიშნა ფეოდალური ანარქიის რამდენადმე გაძლიერებით. იგი მამამისზე, ვახტანგ V-ზე მეტად იჩენდა მისწრაფებას მეფის ხელისუფლების განმტკიცებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისაკენ. ირანელთა ბატონობისაგან გათავისუფლების მიზნით, მან დიპლომატიური მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან; ქართლიდან არ გააძევა ირანის შაჰის ურჩი თავისი ძმა არჩილი, პირიქით. გიორგის დახმარებით არჩილი არა ერთხელ გამეფდა იმერეთში. შაჰს არ მოსწონდა გიორგის კავშირი რაჭის ერისთავთან. ჩერქეზ ბატონებთან, აგრეთვე ის, რომ ზედმატად მფარველობდა საქართველოში მყოფ კათოლიკე მისიონერებს. ყოველივე ამან ირანთან ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია. შაჰმა გიორგის ოსმალეთში გაქცეული ძმის, არჩილის შეპყრობა და ირანში გაგზავნა დაავალა. გიორგიმ დავალება არ შეასრულა. მან შეუტია სპარსული ორიენტაციის თავადებს და კახეთის დაკავება და იქიდან ირანელთა მიერ დასმული რენეგატი ბეჟან ხანის გაძევება დააპირა. მაგრამ შინა გამცემლობის გამო ეს განზრახვა ჩაეშალა. ყოველივე ამის გამო, 1688 წ. შაჰმა გიორგი XI გადააყენა და მის მადგილზე კახეთის ტახტის მემკვიდრე, თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე I ნაზარალი-ხანი დანიშნა. გიორგი XI იმერეთს გადავიდა და თავის პოლიტიკურ მოკავშირეს – პაპუნა რაჭის ერისთავს შეეხიზნა. ამის შემდეგ იგი არა ერთხელ ამაოდ შეეცადა ქართლის ტახტის დაბრუნებას; საბოლოოდ, კი შაჰს ეახლა ირანში და პატიება სთხოვა. ირანში გაუარესებულმა შინაპოლიტიკურმა ვითარებამ შაჰ ჰუსეინს გადააწყვეტინა, შერიგებოდა გიორგი XI-ს და მისი მხედართმთავრული ნიჭი გამოეყენებინა აჯანყებულ ავღანელთა წინააღმდეგ. 1703 წ. შაჰ ჰუსეინმა გიორგი XI-ს დაუბრუნა ქართლის მეფობა, მაგრამ საქართველოში არ გამოუშვა. იგი დანიშნა ყანდაარის (ავღანეთში) ბეგლარ-ბეგად და ირანის სპასალარად და აჯანყებულ ავღანთა წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნა; ქართლში კი, გიორგი XI-ის თხოვნით, გამგებლად მისი ძმის, ლევანის ძე ვახტანგი დაადგინა (ვახტანგ VI). ქართველებმა გიორგი XI-ის მეთაურობით ადვილად შემუსრეს ავღანელ მეამბოხეთა შეიარაღებული რაზმები. ამის გამო ქართლის მეფემ ავღანელთა სიძულვილი დაიმსახურა. მას განსაკუთრებით მტრობდა ავღანელი ტომების განმათავისუფლებელი ბრძოლის მეთაური მირ-ვეისი. მან დანათესავება შესთავაზა ქართველ მეფეს, თავისთან მიიტყუა და 1709 წლის 21 აპრილს, ნადიმობის ჟამს ვერაგულად მოკლა. შაჰის წინაშე თავის მართლების მიზნით, მოკლულ მეფეს მირვეისმა “აჰყარნა ხატნი და ჯუარნი და… ფსალმუნი”, რომელსაც მუსლიმანობას ნაზიარევი გიორგი XI მუდამ თან ატარებდა და შაჰს გაუგზავნა, როგორც “საბუთი” გულით ქრისტიანი მეფის “ორგულობისა”. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით. “იყო ესე გიორგი მეფე მხნე, ახოვანი, ძლიერი ძალითა და ტანითა. შუენიერ-ჰაეროვანი. პირმხიარული, ენატკბილი, უხვ და მრისხანე. მოისარ-მოასპარეზე უებრო”.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ლაშა ამბობს:
    1 მაისი, 2012წ. 15:21სთ.

    მადლობა იმედია 10 მივიღებ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ნატალი ამბობს:
    22 იანვარი, 2014წ. 18:18სთ.

    მადლობააა,ძაან გამომადგა :*

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

9 votes, average: 4.67 out of 59 votes, average: 4.67 out of 59 votes, average: 4.67 out of 59 votes, average: 4.67 out of 59 votes, average: 4.67 out of 5

› PHP ქართულად – ნაწილი III (PHP მონაცემთა ბაზები)

“წიგნით, თავიდან ბოლომდე შეისწავლით PHP-ს საწყისებს. წიგნი განკუთვნილია დამწყებთათვის”
წიგნის ავტორი: ღონღაძე გიორგი.
წიგნის ვებ-ვიზუალიზაცია: Gigol.net

DU