1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» გიორგი X

ქართლის მეფე 1599-1606 წლებში, სვიმონ I-ის ძე. 1598-1599 წწ. იგი აქტიურად მონაწილეობდა ოსმალთა წინააღმდეგ ქართლის აჯანყებაში. 1599 წ. ნახიდურთან ბრძოლაში ქართველთა დამარცხებისა და სვიმონ I-ის დატყვევების ამბავი გორში დაბანაკებულმა გიორგი ბატონიშვილმა მეორე დღეს გაიგო. გაქცეულს მტერს თავისი მხედრები დაადევნა, მაგრამ მეფისა და სხვა ქართველი ტყვეების დახსნა ვერ შესძლო.

ქართლის ტახტზე ასული გიორგი X დიდი გამოსასყიდის ფასად შეეცადა სახელოვანი მამის ტყვეობიდან დახსნას, თავისი ვაჟი დავითი მძევლადაც კი გაგზავნა სტამბოლს, მაგრამ ეს ღონისძიებანი უშედეგო აღმოჩნდა. 1601 წ. გიორგი X-მ ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე.1602-1612 წწ. ირან-ოსმალეთის ომის დროს იძულებული იყო ყიზილბაშთა მხარეს ებრძოლა. ქართლის ჯარებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს 1603-1604 წწ. ერევნის აღებაში, რისთვისაც შაჰ აბას I-მა გიორგი X-ს ირანში სოფელები (ფუშთუქუნი, გილიანი, ლაჰიჯანი უბოძა. 300 თუმანი ჯამაგირი დაუნიშნა და ირანში დატოვა. სამაგიეროდ კი, ლორეს პროვინცია და მდ. დებედას ხეობა გამოსთხოვა. 1604 წ. გიორგი X შაჰ აბას I-ის ნებართვით ქართლში დაბრუნდა თბილისსა და ახალციხეში მდგარი ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად. გიორგი X-ის მეფობისას საფუძველი ჩაეყარა ქართლისა და რუსეთის პოლიტიკურ ურთიერთობას. მეფე გიორგიმ ელჩებიც გაგზავნა რუსეთს. მაგრამ საქართველოში შექმნილი გართულებული პოლიტიკურივ ითარების გამო 1605 წ. ელჩები არაგვის ხეობიდან უკან დაბრუნდნენ. 1606 წ. გიორგი X მოულოდნელად გარდაიცვალა მეჯვრისხევს. ქართული ქრონიკის მიხედვით მეფე გიორგით თაფლს მიირთმევდა “შიგ ფუტკარი იყო. პირში რომ ჩაიდვა, უცა ფუტკარმა, პირი გაუსივა და მიიცვალა”. სხვა ვერსიის მიხედვით, მეფე გიორგი იმ დროს საქართველოში მყოფმა შაჰ აბას I-მა მოაწამვლინა. მის შემდეგ გამეფდა მისი ძე ლუარსაბ II.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› §36 წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ

830
მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს,
რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,
მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს,
და ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.
831
აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა:
მივა და მიტირს › › ›

DU