1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §34 ლოცვა ავთანდილისა

809
ილოცავს, იტყვის: “მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო,
ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,
უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!

810
ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა,
შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა,
მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა,
ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!

811
ღმერთო, ღმერთო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე,
შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე:
მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე!
თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე”.

812
რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა,
შერმადინცა დააბრუნვა, თუცა ვამნი ადიადნა;
მონა ტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლნი ღვარნა;
პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რადმცა გაიხარნა!

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

3 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ჯონყ ამბობს:
    28 სექტემბერი, 2011წ. 22:21სთ.

    ამის შინაარსი სადარის არიციტ : ((

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. სოფ ამბობს:
    16 მაისი, 2012წ. 18:41სთ.

    ეს ვეფხის ტყაოსანი კი მაგარია ,მაგრამს ძალაიან რთულია სასწავლად

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. სიდონია ამბობს:
    13 თებერვალი, 2013წ. 08:38სთ.

    აუ ამას რა ისწავლი 🙁

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› მატრიცას ეფექტი ტექსტებზე

ესაა მატრიცის სტილში რაიმე სასურველი ტექსტური ეფექტი ანუ <div> ტეგში ჩასმული ნემისმიერი ტექსტი დაიწყებს ზევიდან ქვევით ეფექტურ ცვენას, მანამ სანამ არ დასრულდება სრული ტექსტის ჩვენება. გებულობს ქართულ ტექსტსაც. სკრიპტს გააჩნია › › ›

DU