1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §21 ტარიელის ტირილი და დაბნედა

497
აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების;
თქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!”
იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების,
პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.

498
ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა,
ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა;
ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა,
კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

499
ავთანდილცა სულთქვნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა;
ასმათ ვანი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა;
მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა;
თქვა: “ცოცხალ ვარ? საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!”

500
ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად.
ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად.
დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად,
დდარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

501
ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა,
გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა:
ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა,
მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

502
ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა.
წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა.
მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა,
იგი უცხო და ღარიბი, მტკიცისა რასმე შავისა” .

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

9 votes, average: 4.33 out of 59 votes, average: 4.33 out of 59 votes, average: 4.33 out of 59 votes, average: 4.33 out of 59 votes, average: 4.33 out of 5

› ილია ჭავჭავაძე: მგზავრის წერილები – თავი II

ამ ყოფით განვშორდი ვლადიკავკასს და პირი ჩემის ქვეყნისაკენ ვქენი. თერგის ხიდი ისე გამოვიარე, რომ, არამცთუ წყალი დამელოს, თვალიც არ ამიხილებია. მეშინოდა, თერგდალეულობა არ დამწამონ-მეთქი. თერგდალეულები ჩვენს ქართველ კაცს როგორცღაც არ › › ›

DU