1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §15 ნესტანისაგან ტარიელის ხმობა

391
დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული,
ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული;
წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული;
კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა საქმე დაფარული.

392
“მონააო ასმათისი”, საწოლს ვუთხარ შემოყვანა.
მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესვა გულსა დანა.
ლხინმან ბნელი გამინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა,
წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

393
ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი;
ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი,
მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი,
მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი”.

394
ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა,
სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა;
შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა,
მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

395
დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა,
ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა;
ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა:
“აწ წადიო, ვერას გითხრობს”, მე კვლა მიმცა ალმან მურსა.

396
ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე,
ვთქვი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე,
მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?”
გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!”

397
ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავარეთ შიგან ბაღი;
მითხრა: “ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი,
სიმძიმილთა ერდო დაჰხაშ, სიხარულის კარი აღი;
სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი”.

398
მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა;
ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბვითა შრეტდი ამ ალსა,
ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედას-ზედა მავალსა;
თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ, დანამალსა”.

399
შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა;
საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა,
ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;
ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი

ელიოზ და ლონგინოზ მცხეთის მკვიდრნი, ლეგენდის მიხედვით 33 წელს ისინი დაიბარეს იერუსალიმში – იესო ქრისტეს სასამართლოში მონაწილეობის მისაღებად. ელიოზმა და ლონგინოზმა სასამართლოს ვერ ჩაუსწრეს, თუმცა პირადად დაესწრენ ჯვარცმას, საიდანაც თითქოსდა › › ›

DU