1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §13 წიგნი ტარიელისა საყვარელთანა

381
თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.
პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?
მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!
სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია”.

382
ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები;
ესე ჰკადრე: “რათგან, მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები,
აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები,
რასაცაღა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები”.

383
ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს:
ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბნარსა ვერა სცნობდეს,
ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს”;
და-ცა-მვედრა: ” ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

384
მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა,
მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა;
მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა,
ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

385
ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა;
მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”.
ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა:
“ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.

386
ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს,
ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს;
შევე, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.
მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› ბიოგრაფია: გრიგოლ რობაქიძე (1880 -1962)

ჩემი ნატვრაა: როცა მე ამსოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა › › ›

DU