1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §9 შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა

280
ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;
“არ ეწყინაო”, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად,
ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით, მთვარე მოსავანებლად;
და იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.

283
გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად,
ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად,
რომე მათ თანა ალვისა ხეცა ვარგ იყო ხედ არად,
და ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვი მე დარად!

284
მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოებით არ დაჰრიდეს,
ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს,
ყელი ყელსა გარდააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს,
და ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს.

285
მობრუნდეს, ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა,
ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა.
ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა:
და “თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა”.

286
ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული;
ყმასა უთხრა: “მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული,
ვინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ, სადაური, სით მოსრული?
და მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა გაწირული”.

287
ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია:
“ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია,
მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია,
და მიჯნურობითა დამწვარ ვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

288
მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია;
თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია.
თუცა არ მიცნობ, გინახავ, თუ ვითა გიაზრებია,
და გახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია?

287
შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით,
პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით,
გიხმეთ, არ მოხვე, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით,
და შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა კი დენით.

288
ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.
მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ,
ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ,
და ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.

289
ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია.
მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია,
ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია;
და აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.

290
მიბრძანა: “მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა,
მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა”.
სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.
და არ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!

291
აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა;
ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;
მათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა;
და მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე, გლახ ა”.

292
ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი,
იტყვის: “მახსოვს ეგე საქმე, თუცა არის ადრინდელი;
ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;
და მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.

293
რას მაქმნევდით, რად გინდოდი, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით?
თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვჰბანდით.
რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით,
და აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.

294
მოვიხედენ, მომეწია რა პატრონი შენი, ვნახე,
ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე,
თვალთა წინა გამოგექეც, მეტი არა შევუზრახე.
და ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხვასმცა რას ვასახე!

295
კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება,
მას გავექცევი, ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება;
მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება,
და ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.

296
აწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა!
ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა,
გარჯილ ხარ, მაგრა არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა:
და ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!”

297
ავთანდილ უთხრა: “ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა?
მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა!
სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა,
და რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.

298
ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა;
დამიგდია სამსახური მისი, იქმნას, რაცა გინდა;
იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა,
და შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!”

299
ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემხურვალების;
მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების!
მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების,
და შე საყვარელსა გაგყარო, ესე რათ გენაცვალების!

300
წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად;
ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილ ხარ მამაცურად.
მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილ ვარ ასრე თუ რად!
და მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად, მურად”.

301
ასმათ უთხრა: “ლომო, ცრემლით მაგა ცეცხლსა რა ერგების!
მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების!
ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების,
და ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას რა, ღონეა ეგების.

302
მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;
ნუ უყოს ღმერთმან, გაძლება მემცა ვით მივეც ენასა!
თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.
და არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა”.

303
ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული;
ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემ თანა ხლებული;
რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული!
და კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

304
კაცმან ვით პოვოს, ღმრთისაგან რაც არა დანაბადია!
მით გული ჩემი სევდამან აწ ასრე დანაბა დია,
კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს მითქს ბადე დანაბადია;
და აწ ხელთა, ნაცვლად ლხინისა, ჩალა მაქვს და ნაბადია.

305
მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთით მზითა
ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა:
პირველ, შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა,
და კვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა”.

306
ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
ხამსო მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს;
ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს!
და შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცღა გინდა წამეკიდოს”.

307
ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე,
დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე;
მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქვმა გაათანისთანე,
და მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”.

308
ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა;
ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა;
ვერ გაახვნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა,
და მერმე სულთქვნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.

309
მოსთქვამს: “ჰაი, ჰაÎ საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,
იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო,
ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო!
და ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!”

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› ტოპ 10 სკუპი და ადრენალინი

სიგიჟე და ადრენალინში ჩახჩობა. ასე დავარქმევდი ამ ხალხის ჰობს.
ამ ვიდეოში შეკრებილია 10 ყველაზე გიჟური და შთამბეჭდავი ადამიანის მიერ შესრულებული ნახტომი.
[ვიდეო…]ვიდეოს გადმოწერა↓

DU