1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» გიორგი II

საქართველოს მეფე, 1072-1089 წლებში. ძე ბაგრატ IV-ისა. მცირეწლოვანი გიორგი მამამ, კონსტანტინოპოლს წასვლისას (1054 წ.), თავის ადგილას დატოვა ქუთათისის ტახტზე. ერთი წლის შემდეგ, ბაგრატზე მტრად გადაკიდებულმა ლიპარიტ კლდეკარის ერისთავმა რუისში, გიორგი სრულიად საქართველოს მეფედ აკურთხებინა და “მზრდელად” თვითონვე დაუდგა. როცა ბაგრატი კონსტანტინოპოლიდან მობრუნდა (1057 წ.) გიორგიმ მამას ტახტი დაუბრუნა. 1070 წელს ბაგრატმა გიორგი ქარველთა და ოვსთა ჯარებს უსარდლა და განძას გაგზავნა. გიორგიმ ამირა ფადლონი გაანადგურა, განძა აიღო და დიდი ნადავლით დაბრუნდა უკან. 1072 წელს კი, მამის სიკვდილის შემდეგ, იგი ავიდა საქართველოს სამეფო ტახტზე. გიორგი არ იყო მტკიცე პიროვნება. სიმამაცე და რაინდული სიქველე არ აკლდა, მაგრამ ნებისყოფით იყო რბილი და მერყევი. მისი სტიქია ნადირობა და ნადიმობა იყო, მაშინ, როცა ქვეყანას უმძიმესი განსაცდელი აწვა. 1073 წელს მეფეს განუდგნენ ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაში და ვარდან სვანთა ერისთავი. მეფემ ისინი დაამარცხა, მაგრამ დასჯის მაგივრად დაასაჩუქრა: ივანეს სამშვილდე და ლოწობანი მისცა, ნიანიას – თმოგვი, ვარდანს – ასკალანა. 1074 წელს თურქ-სელჩუკები შემოესივნენ საქართველოს. გიორგიმ ისინიფ არცხისთან გამართულ ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა. 1074 წელს, ბიზანტიის განთქმულმა ქართველმა სარდალმა და პოლიტიკოსმა გრიგოლ ბაკურიანისძემ, გიორგის მისცა ქალაქი კარი. მაგრამ მალე ყველაფერი ცუდად წავიდა: 1079-1080 წლებში საქართველოში დაიწყო თურქთა განუწყვეტელი შემოსევები (“დიდი თურქობა”). ქვეყანა აოხრდა, გაიძარცვა და გაწყდა. გიორგი იძულებული გახდა სულტან მალიქ-შაჰს სწვეოდა ზავის ჩამოსაგდებად. მალიქ შაჰმა მაოხარი ლაშქრობები საქართველოზე შეწყვიტა, სამაგიეროდ გიორგის ხარაჯის გადახდა დააკისრა. გიორგიმ კახესის შემოერთება სცადა და ვეჟინის ციხეს ალყად შემოადგა. ალყა მთელი შემოდგომა გაგრძელდა, როცა თოვა დაიწყო, გიორგიმ ვეჟინს ალყა მოხსნა და აჯამეთის ტყეებს მიაშურა სანადიროდ. 1088 წელს საქართველო საშინელმა მიწისძვრამ დააქცია. 1089 წელს გიორგი მიხვდა, რომ უმძიმეს კრიზისში ჩავარდნილ ქვეყანას ვერ უვლიდა და მეფობა თავის ძეს, 16 წლის დავითს გადაულოცა. გიორგი II გარდაიცვალა 1112 წელს.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

3 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. თეონა ამბობს:
    1 აპრილი, 2013წ. 14:52სთ.

    ძალიან გამომადგზ. ისტორიამ ორი 10 იანი ჩამიწერა :დ.
    დიდი მადლობა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ნინო ამბობს:
    29 მაისი, 2013წ. 15:44სთ.

    აქ ძალან ბევრი საინტერესო რამ წერია. ძალიან გამომადგა ისტორიაში და 10 – ანიც მივიღე.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ნინო ამბობს:
    29 მაისი, 2013წ. 16:28სთ.

    ისტორიში ძალიან დამეხმარა და 10 მიმაღებინა. ძალიან მაგარი საიტია.
    მმააგგაარრიიაა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

3 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 5

› ილია ჭავჭავაძე: მგზავრის წერილები – თავი VIII

მართალია თუ არა ჩემი მოხევე, მე მაგის გასინჯვაში არ შევალ. ან რა ჩემი საქმეა ეგა? მე გაკვრით, როგორც მგზავრი, მიხსენებ მას, რაც მისგან გამიგონია. ჩემი ცდა მარტო იმაშია, რომ იმის › › ›

DU