1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» §3 როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა

72
დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,
ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი,
პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი,
და მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

73
შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;
მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკრვიდეს;
ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს,
და ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.

74
უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,
მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,
ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!”
და დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

75
მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწვდომელი:
ირემი, თხა და კანჯარი ქურციკი მაღლად მხლტომელი.
მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!
და აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

76
ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს,
მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს,
რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს.
და მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

77
იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,
დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს,
ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს.
და ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”.

78
იგი მინდორი დალიეს, მართ მათგან განარბენია,
მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია.
ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია.
და იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.

79
ერთმანერთსა, თუ: “მე გჯობო”, სიცილით ეუბნებოდეს,
ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს.
მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს,
და უბრძანა: “თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს”.

80
მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით;
მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით,
აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, – ვერათ ვერ მოგეხმარებით,
და ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.

81
ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია,
მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:
არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყოცია,
და თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია”.

82
მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა,
უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,
აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,
და სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.

83
იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა.
ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა.
ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა.
და თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

5 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ლილი ამბობს:
    24 იანვარი, 2012წ. 19:54სთ.

    auu amiis shinaarsi mindaaa

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. მართალია მაგარია!!!!!! ამბობს:
    29 მაისი, 2012წ. 15:49სთ.

    ვერაფერი გავიგე!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. მარიამი ამბობს:
    29 ნოემბერი, 2013წ. 18:52სთ.

    მე კიდე მე5 კლასსელი ვარ და წარმოიდგინე მასწავლებელმა ამდენი მოგცეს დასაზეპირებლად და თხრობით

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ლანა ამბობს:
    14 დეკემბერი, 2013წ. 19:02სთ.

    შინაარსისთვის ბავშვებო გია მურღულიას წიგნი გამოგადგებათ “საუბრები ქართულ ლიტერატურაზე” და იქ ნახეთ ….გამოგადგბათ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ლანა ამბობს:
    14 დეკემბერი, 2013წ. 19:04სთ.

    მე , აბიტურიენტი ვარ და ძალიან მეხმარება ეგ წიგნი .

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 51 vote, average: 1.00 out of 5

› 60 წელი ოკეანის ქვეშ

ფლორიდის სანაპიროდან შვიდიოდე მილის დაშორებით თევზმჭერმა შხუნამ წყლიდან ამოიყვანა იცდაათიანი წლების დროინდელი სკაფანდრში გამოწყობილი მყვინთავი, რომელიც ფრედ აპანის სახელით წარუდგა. შხუნის კაპიტანის თქმით, ფრედი ოციოდე წლის იქნება. როგორც მან თქვა, › › ›

DU