1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ბიოგრაფია: კირიონი (გიორგი საძაგლიშვილი)

წმინდა მღვდელმოწამე კირიონი, ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი, 1855 წელს სოფელ ნიქოზში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. როგორც ნიჭიერი მოსწავლე, სახელმწიფო ხარჯით კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა.გიორგი საძაგლიშვილი კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებასთან არსებული სკოლების ინპექტორად დანიშნეს. ამ დროისათვის მისიონერულ მუშაობას ეწეოდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სკოლების დაარსებისთვის იბრძოდა. მისი თაოსნობით ქართლის მთიანეთში 19 სკოლა გაიხსნა. 1896 წელს თავს დიდი უბედურება დაატყდა. ეპიდემიამ მისი ცოლ-შვილი იმსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ ბერად აღიკვეცა. იგი ჯერ ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს, რამოდენიმე ხანში კი ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და ალავერდის ქორეპისკოპოსად აკურთხეს, მოგვიანებით გორის სავიკარიოს ეპისკოპოსი გახდა. ეპისკოპოსი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად იბრძოდა. რა თქმა უნდა, მისი საქმიანობა რუსიფიკატორული რეჟიმის მოხეელეებში გაღიზიანებას იწვევდადა მის მიმართ რეპრესიები განხორციელდა. მამა კირიონს საკუთარ ქვეყანაში სასულიერო მოღვაწეობა აუკრძალეს. გორის ეპისკოპოსობიდან გაათავისუფლეს და რუსეთში, კამენეცპოდოლსკის ეპარქიაში გადაიყვანეს.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› André The Giant – ანდრე გიგანტი

მისი სრული სახელია André Rene Roussimoff, რომელიც 1946 წელს საფრანგეთში ქალაქ გრენობლში დაიბადა.
იგი ბავშიბიდანვე გამოირჩეოდა თავისი გიგანტური ფიზიკური აღნაგობით. ზრდასრულ ასაკში მისი სიმაღლე 2,23 მეტრი იყო, ხოლო წონა 225 კილოგრამი. › › ›

DU