1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» პატარა მედროშე

თათრის ჯარმა ციხის აღება ვერ შეძლო და ალყა შემოარტყა, მეციხოვნეებს სასმელ-საჭმელი შემოაკლდებათ და თავისთავად დაგვნებდებიანო. მეციხოვნეებს მართლაც შემოაკლდათ სურსათ-სანოვაგე და გადაწყვიტეს, ბრძოლით გაერღვიათ ალყა. თუ სიკვდილი გვიწერია, კაცურად მაინც დავიხოცოთო.

რიბირობაზე გამოიშალნენ მეციხოვნენი. წინ ციხისთავი და მედროშე მოუძღოდათ. მედროშის გვერდით შავ ცხენზე ამხედრებული მისი ვაჟი, ათიოდე წლის გიორგი მოიწევდა. გიორგი თათრის ჯარის გამოჩენამდე ამოჰყოლოდა მამას ციხეში და ახლა უნებურად ბრძოლის ქარცეცხლში მოჰყვა. კი უთხრეს, მეციხოვნეთა შუაში ევლო, რადგან იქ უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა, მაგრამ გაჯიუტდა, მამას არ მოსცილდა.

მეციხოვნეთა უეცარმა გამოჩენამ მტერი გააოგნა, თუმცა მალე მოეგო გონს და შეუტია იერიშზე გადმოსულთ, გზა მოუჭრეს მედროშეს. მედროშემ ბევრს დაუბნელა მზე, ბოლოს კი ერთმა თათარმა ხმლით გაუჩეხა თავი და ცხენიდან გადმოაგდო. ამის მნახველმა გიორგიმ ერთი მწარედ დაიგმინა და ცხენიდან გადმოიხარა, რომ დროშა აეტაცა, მაგრამ ახლა მის ცხენს მოხვდა მტრის ხმალი. ცხენი შექანდა, გიორგი დროშასთან ერთად ძირს დაენარცხა და გრძნობა დაკარგა.

გვიან გამოფხიზლდა გიორგი, მთელი სხეული ტეხდა. მიმოიხედა და დაინახა, რომ ბრძოლა დამთავრებული იყო. ირგვლივ გვამები ეყარა, რომელთაც მტრის ჯარისკაცები ძარცვავდნენ. ბიჭმა თავი მოიმკვდარუნა, იქნებ მძარცველებმა გვერდი ამიქციონო, მაგრამ ბოლოს მასაც მიადგნენ.

– უყურე ამ ცინგლიანს. ესეც გვებრძოდაო? – გაიკვირვა ერთმა თათარმა.

– მერედა, როგორ ჩაბღაუჭებია დროშას! – თქვა მეორემ და ღონივრად დაჰკრა ფეხი. ბიჭი ტკივილმა შეაწუხა და დაიკვნესა.

– ცოცხალი ყოფილა ეს გველის წიწილიო, – წამოიძახა მესამემ და ბიჭი ზეზე წამოაგდო.

თათრებმა გიორგი თავიანთ სარდალს მიჰგვარეს, რომელიც უკვე ქართველთაგან დაცარიელებულ ციხეში იმყოფებოდა. უთხრეს, ამას გიაურების დროშა მოჰქონდაო. სარდალს მზაკვრული აზრი დაებადა: ბრძანა, მოსახლეობა ციხეში შეეკრიბათ, ხოლო გიორგის ხალხის წინაშე დროშისთვის დაეფურთხებინა, შემდეგ ფეხით გაეთელა და სიცოცხლის შენარჩუნება ეთხოვა. სარდალს უნდოდა, ქართველობა ზნეობრივადაც დაეთრგუნა, ეთქვა, აი, თქვენი თვისტომი სიცოცხლის გადასარჩენად რა სულმდაბლობას იჩენსო, თქვენს სინდის-ნამუსს როგორ ბილწავსო.

გამოვიდა სარდალი, გამოიყვანეს გიორგიც. ხმამაღლა გამოაცხადეს სარდლის სურვილი და გიორგის დროშა მისცეს. ხალხი მოლოდინით მისჩერებოდა ყმაწვილს.

გიორგიმ დროშა გულში ჩაიკრა, დაიჩოქა და ეამბორა. შემდეგ წამოდგა და მოწიფული კაცივით მიმართა ხალხს:

– არ გატყდეთ, ქართველებო! გფარავდეთ ქრისტე ღმერთი და წმინდა გიორგი. ფურთხის ღირსი ჩვენი დროშა კი არა, ეს საზიზღრები არიან! – ამის თქმაზე თათრის სარდლისკენ შებრუნდა და მიაფურთხა.

წამიც და პატარა მედროშის მოკვეთილი თავი მიწაზე ეგდო. ხალხმა ისე ამოიგმინა, თათრის სარდალს გული შეუქანდა. მიხვდა, რომ ამათ დამორჩილებას აგრერიგად ვერ შეძლებდა.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. nika sosiashvili ამბობს:
    15 დეკემბერი, 2011წ. 16:50სთ.

    ეს მოთხრობა დამეხმარება ქართულის საკონტროლოს დაწერაში 😀 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ანა ამბობს:
    15 ნოემბერი, 2012წ. 19:51სთ.

    მეც ვწერე საკონტროლო მაგაზე და ხვალ გავიგემ რას მივიღებ!!! დზ. მინდა კარგი ნიშანი!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

20 votes, average: 4.45 out of 520 votes, average: 4.45 out of 520 votes, average: 4.45 out of 520 votes, average: 4.45 out of 520 votes, average: 4.45 out of 5

› დემეტრე II (თავდადებული)

აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1271-1289 წლებში. დავით VII ულუს ძე (გვანცა კახაბერისძის ასულისაგან), მამის გარდაცვალების დროს იყო 11 წლისა. დედ-მამით ობოლს ზრდიდა ტარსაიჭ ორბელი. 1271 წელს ყმაწვილი დემეტრე საქართველოს მეფედ დაამტკიცა › › ›

DU