1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ანა კალანდაძე: ციცინო დადიან-ერისთავის ხსოვნას

ხატთან ანთია სანთელი ორი,
ორივ პაწია და თანასწორი,
სულის მეოხად შენი ერთასი…
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში,
წმინდა სამთავროს…
ალვის სადარო,
დახრილი წამით,
მოხრილი მუხლით ხატის წინ შვენი…
შენ ამბობ:
– იყავ ნებაი შენი!
მე ვამბობ:
– ამინ!
და… შემოხეთქა ქარმა კარები,
მიმოგირხია ვერცხლის კავები…
ჩაქრა სანთელი, შემოუბერა
და თან წაიღო „მოვედ სუფევა“…
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში,
ტაძრად სამთავროს…
მაგრამ შენ სად ხარ, ალვის სადარო?

1946წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› ბიოგრაფია: გრიგოლ რობაქიძე (1880-1962)

გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წელს, ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში.
მწერლის მამა – ტიტე რობაქიძე სასულიერო პირი იყო. გრიგოლსაც, თავდაპირველად, სასულიერო განათლება მიუღია. იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა 1890-1895 წლებში, ხოლო შემდეგ › › ›

DU