1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ანა კალანდაძე: საქართველო ლამაზო

„სხვა საქართველო სად არი?“
გრ. ორბელიანი

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი…
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი…
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი…
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი…
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?“
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები…
მთაში – ტყე დანაბინდები,
ტყეში – ქორბუდა ირმები…
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები…
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?“
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში…
თეთნულდზე – მზე და ბადაღში…
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?“
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს…
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?“
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“…
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“…
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი…
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი…
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი…
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი…
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი…
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი…
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?“

1945წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

8 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ლუკა ამბობს:
    2 ოქტომბერი, 2011წ. 11:55სთ.

    რამხელაა ვირისჰვილი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. რეზიკო ამბობს:
    4 ნოემბერი, 2012წ. 10:09სთ.

    ლუკა მართალი ხარ “რამხელაა ვირიშვილი” 😀

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ნინი ამბობს:
    29 იანვარი, 2013წ. 22:20სთ.

    მაგარი ლექსიაა : )))

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ლიკა ამბობს:
    16 თებერვალი, 2013წ. 08:40სთ.

    მაგარი ლექსია მართლაც :)…. მომწონს ძაან <3 🙂

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. სოფო ამბობს:
    20 მარტი, 2013წ. 18:42სთ.

    ძალიან მომწონ დაძალიან კმაყოფილი ვარ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ანი ამბობს:
    1 დეკემბერი, 2013წ. 12:49სთ.

    მართლა კარგი ლექსია, ძალიან ლამაზი ^_^

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ნინი ამბობს:
    10 თებერვალი, 2014წ. 13:23სთ.

    ძაან მიყვარს ეს ლექსიი დაა ეხლაა გაკვეთილად მაააქ :3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. თეონა ამბობს:
    18 სექტემბერი, 2014წ. 13:38სთ.

    ეხლა მაქვს გაკვეთილად და ძალიან მიყვარს ეს ლექსიი <3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

4 votes, average: 5.00 out of 54 votes, average: 5.00 out of 54 votes, average: 5.00 out of 54 votes, average: 5.00 out of 54 votes, average: 5.00 out of 5

› წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარში

1121 წლის აგვისტო იდგა. ქვიშასავით მოადგა ურიცხვი მტერი თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს, „თჳთ ფერჴთა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“. წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა წყნარად, უშფოთველად და ბრძნულად განაწყო სპა ისე, რომ არა › › ›

DU