1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ანა კალანდაძე: ქეთევან დედოფალი

რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის კონდაქარი…
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი…
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი…
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა…
ლოცულობდა…
როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:
„არასოდეს!“
დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,
ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,
ცხელი რკინა,
საქართველოს გულს რომ კვეთდა.
რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,
ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი…
ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,
ქროდა ქარი…
ცეცხლით სწვავდნენ
ტანშეძარულ დედოფალსა,
უდრეკ იყო დედოფალი!

1946წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

1 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 51 vote, average: 5.00 out of 5

› არაფერს ვნანობ

არაფერს ვნანობ…ჩემი ცხოვრების მე ვარ გამგე და მმართველი…გზაც კი ვიცი სხვისი ცხოვრებიდან წასასვლელი… ბევრი რამე მაქვს შესაცვლელი… დაუვიწყარი მე მაქვს წარსული… მასში ბევრია ჩემგან წასული… მგზნებარე ფერებით შეიღებება… მასზე კარგად › › ›

DU