1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ანა კალანდაძე: ფეხი დამადგით…

ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით…
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე, დავით…
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით…
– ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო,
მიუტევები?
ღირსმსახურობდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი „ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“…
თუ, ეს მართალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სული სიმშვიდის, სული სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
– გულზე დამადგით, ფეხი დამადგით
გულზე ყოველთა…

1959წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

13 votes, average: 4.15 out of 513 votes, average: 4.15 out of 513 votes, average: 4.15 out of 513 votes, average: 4.15 out of 513 votes, average: 4.15 out of 5

› აკაკი წერეთელი: ნათელა

ნაწყვეტი პოემიდან
„ჩანგურს სიმები გავუბი,
მოვმართე ნელა-ნელაო;
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
ოდელა-დელა-დელაო!“
თავის ჰანგებზე თავის ხმით
წკრიალებს ერთად ყველაო,
რომ არ გაფუჭდეს ჩანგური:
„ოდელა-დელა-დელაო!“
ჩანგური საქართველოა,
სიმები ჩვენ ვართ ყველაო,
სხვადასხვა კუთხის მცხოვრები:
„ოდელა-დელა-დელაო!“
ჩვენც ხომ სიმების სისუსტემ
სინათლე დაგვიბნელაო!..
ბნელში რა სასიმღეროა:
„ოდელა-დელა-დელაო!“
შორიდან შემოგვეპარა
მტერი, ვით ტურა-მელაო
და › › ›

DU