1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ანა კალანდაძე: ფეხი დამადგით…

ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით…
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე, დავით…
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით…
– ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო,
მიუტევები?
ღირსმსახურობდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი „ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“…
თუ, ეს მართალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სული სიმშვიდის, სული სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
– გულზე დამადგით, ფეხი დამადგით
გულზე ყოველთა…

1959წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

59 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ეთუნა ამბობს:
    10 თებერვალი, 2014წ. 17:19სთ.

    ძალიან მომწონს ეს ლექსი და ყველა რომელიც ანა კალანდაძემ დაწერა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. დათო ამბობს:
    17 თებერვალი, 2014წ. 16:17სთ.

    კაი ლექსია და კაი პოეტი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ლუკა ამბობს:
    2 აპრილი, 2014წ. 12:59სთ.

    ვიცი ეს ლექსი
    და ძალიან მომწონს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. ნუცა ამბობს:
    9 ივნისი, 2014წ. 09:20სთ.

    ძალიან კარგი ლექსია ვისწავლე და ძალიან ლამაზი სიტყვებია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ნინი ამბობს:
    4 სექტემბერი, 2014წ. 13:54სთ.

    ძალიან კარგი ლექსია, ძალიან მიყვარს ეს ლექსი და საერთოდ ანა კალანდაძე.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ნინი ამბობს:
    4 სექტემბერი, 2014წ. 13:55სთ.

    ძალიან მიყვარს ეს ლექსი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. ლასჰა ამბობს:
    21 სექტემბერი, 2014წ. 09:19სთ.

    ზალიან მიყვარს ეს ლეკსი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. ნიკუშა ამბობს:
    5 ოქტომბერი, 2014წ. 10:20სთ.

    ძაან მაგარი ლექსია მარა ძაან დიდი ლექსია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ხატია ამბობს:
    12 ოქტომბერი, 2014წ. 16:42სთ.

    ამ ლექსის გაშინაარსება მჭირდება აუცილებლად,გთხოვთ დამეხმარეთ <3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  10. ანა მანუკიანი ამბობს:
    26 ნოემბერი, 2014წ. 15:23სთ.

    მე ამას სკოლაში ვსწავლობ მოსაძიებელი მქონდა ნახევარი,ნახევარი კი არა სულ ამომიგდო ლექსბის გიჟი ვარ ზალიან კარგი ლექსია ზეპირად ვიციიიი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  11. სანდრა ამბობს:
    29 ნოემბერი, 2014წ. 12:04სთ.

    ძალიან მომეწონა,ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ლექსმა,მე მჯერა იმისი თუ როდესაც ანა კალანდაძე წერდა ყველა ლექსს მითუმეტეს ამ ლექსს,მას გულში დიდი სიყვარული უტრფილაბედა,და ძალიან უხაროდა…..

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  12. ლამრიკო ამბობს:
    7 თებერვალი, 2015წ. 19:55სთ.

    ძალიან კარგი ლექსია ყველამ უნდა იცოდეს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  13. მარი ამბობს:
    30 აპრილი, 2015წ. 18:20სთ.

    კარგი იქნებოდა ანას ბიოგრაფიაც რომ იყოს ამ გვერდზე.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  14. ანი ამბობს:
    24 მაისი, 2015წ. 19:07სთ.

    მე ძალიან მიყვარს ანა კალანდაძე და ეს ლექსი ვიცოდი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  15. მარია ადამიდი ამბობს:
    18 ოქტომბერი, 2015წ. 12:54სთ.

    თუმცა ანა კალანDაძE არ ისე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და კარგი მწერალი იყო თავის დროს.მე მისი არც ერთი ლექსი არ მომწონებია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  16. მარია ადამიდი ამბობს:
    18 ოქტომბერი, 2015წ. 12:57სთ.

    მე არც ანა კალანდაძე და არც მისი ლექსები მომწონს

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  17. ლიზა ერემაშვილი ამბობს:
    21 თებერვალი, 2016წ. 10:08სთ.

    მე ძალიან მომწონს ანა კალანდაძის ლექსები,განსაკუთრებით-ეს ლექსი. მე ძალიან ძალიან მომწონს ეს ლექსი. ვერ წარმომიდგენია, როგორ მოძებნა ანა კალანდაძემ სიტყვები ამ ლექსისთვის

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  18. ჯიმშერი ამბობს:
    28 თებერვალი, 2016წ. 16:18სთ.

    უკვდავია.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  19. ანი ამბობს:
    25 ოქტომბერი, 2016წ. 15:16სთ.

    აუ ანალიზი მინდა ამ ლექსის და დამეხმარეთ რაა 🙁

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

1 2 3

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

2 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 52 votes, average: 5.00 out of 5

› ილია ჭავჭავაძე: მგზავრის წერილები – თავი I

დილის ექვსი საათი შესრულდა თუ არა, იმ სასტუმროს წინ, რომელიშიაც მე წინა ღამეს ჩამოვხტი, რუსის პირდაუბანელმა და თავდაუვარცხნელმა „იამშჩიკმა“ ფოშტის პოვოსკა მოაყენა. ეს იყო ვლადიკავკასში. საკვირველია! რუსის მხატვრების სურათებზედ რა › › ›

DU