1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ანა კალანდაძე: მრავალჟამიერ!

შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს,
თერგს და დარიალს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად
რომ იჩქარიან,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს მამაც გმირებს, – გზა საომარი
მხნედ რომ გალიეს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
თავისუფლების, შრომის და ბრძოლის
ძლიერ არმიებს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
რიონს და ჭოროხს, მტკვარსა და არაგვს –
მზიან-მთვარიანს,
ახალ მშენებლებს – დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
მოეფონება შრიალი ხეთა
მიწას გვალვიანს…
მშვიდობა, მარად მშვიდობა შენდა,
მრავალჟამიერ!
ზურგში თუ ფრონტზე გზა საომარი
ძლევით გალიე!
ჩემო სამშობლოვ, დიდება შენდა,
მრავალჟამიერ!

1952წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ზუკაკუნა ამბობს:
    6 დეკემბერი, 2011წ. 19:13სთ.

    მაგარი ლექსები დაგვიწერა ანა კალანდაძემ

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ანიე ჯერმანოტა (ლედი გაგას პატარა მონსტრი) ამბობს:
    27 სექტემბერი, 2012წ. 16:31სთ.

    ძალიან კარგი ლექსები დაგვიტოვა ანა კალანდაძემ <3

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

6 votes, average: 4.33 out of 56 votes, average: 4.33 out of 56 votes, average: 4.33 out of 56 votes, average: 4.33 out of 56 votes, average: 4.33 out of 5

› ჰიდროელექტროსადგური “სამი ხეობა”

მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური სახელად “სანსია” ანუ ქართულად “სამი ხეობა”, მდებარეობს ჩინეთში, ქ. სანდოუპინის სიახლოვეს ჰუბეის პროვინციის იჩანის ოლქში, მდინარე იანცზიზე.
მისი მშენებლობა 1992 წელს დაიწყო და დასრულება დაგეგმილია 2010 წელს, › › ›

DU