1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ანა კალანდაძე: მოდიოდა ნინო მთებით

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა…
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი…
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი…
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, –
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე…
მიეძინა… ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო…
გაეღვიძა… წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…

1954წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

21 votes, average: 3.90 out of 521 votes, average: 3.90 out of 521 votes, average: 3.90 out of 521 votes, average: 3.90 out of 521 votes, average: 3.90 out of 5

› “იქსიკი და ნოლიკი” – სტრატეგია

მემგონი ყველამ ვიცით “იქსიკი და ნოლიკის” თამაში და ბევრჯერ გვითამაშია…
ხოდა ვინც არ იცით მინდა გიჩვენოთ სამი ყველაზე ძირითადი და ხშირად გათამაშებული მცდარი კომბინაცია, რის შედეგადაც ყოველთვის დამარცხდებით. საქმე იმაშია, რომ › › ›

DU