1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ანა კალანდაძე: მოდიოდა ნინო მთებით

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა…
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი…
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი…
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, –
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე…
მიეძინა… ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო…
გაეღვიძა… წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…

1954წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

49 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. ლიკა ამბობს:
    30 სექტემბერი, 2013წ. 14:37სთ.

    მე მიყვარს საქართველო

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. ქეთი ამბობს:
    20 ოქტომბერი, 2013წ. 12:58სთ.

    ძალიან მაგარი ლექსია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  3. ლიზი ამბობს:
    12 მარტი, 2014წ. 11:49სთ.

    ძაან კარგი ლექსია ძაან მიყვარს ეს ლექსიიიიი

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  4. თამარი ამბობს:
    2 აპრილი, 2014წ. 16:00სთ.

    მეც ძალიან მომწონს ეს ლექსი და ამ ლექსის ავტორიც

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  5. ლევანი ამბობს:
    10 აგვისტო, 2014წ. 13:00სთ.

    დალიან მაგარი ლექსია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  6. ნინი ამბობს:
    22 იანვარი, 2015წ. 17:00სთ.

    ძალიან ლამაზი ლექსია

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  7. მარიამი ამბობს:
    27 იანვარი, 2015წ. 11:45სთ.

    ეს ლექსი ძალიან მომწონს ძალიან ლამაზი ლექსია. ეს ლექსი 5 წლის ასაკში ვისწავლე და აქამდე მოყოლებული სულ ამ ლექს ვკითხულობ!!

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  8. შოთა ჯაფარიძე ამბობს:
    16 ივლისი, 2015წ. 10:04სთ.

    ძაან მომეწონა მიუხედავად იმისა რომ ლექსების სწავლას ვერვიტან საღოლ მაგარია (y)

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  9. ნანუკა ჭოლაძე ამბობს:
    28 სექტემბერი, 2015წ. 14:16სთ.

    ძალიან კარგი და ლამაზი ლექსი არის მე ეს ლექსი ყველაზე მეტად მიყვარს.

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

1 2 3

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

3 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 53 votes, average: 3.67 out of 5

› უხსოვარი დროის Gif ანიმაცია ;)

მოდი ეხლა ცოტა გავერთოთ და გავიხსენოთ ბავშობა.
[ვიდეო…]ვიდეოს გადმოწერა↓
როგორია? 😉

DU