1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» ანა კალანდაძე: ყაყაჩოსა სიწითლითა…

ფრთაგაშლილი ფრთები არი,
სხივგაშლილი სერებია…
არ ჩურჩულებს ლელიანი, –
გული შეუჯერებია…
აქ კორდია მობიბინე,
იქ მზიანი ტევრებია…
რად უსკდება გული ირემს?
გელა გადამტერებია…
თეთრი ნისლი ნისლებს ირევს –
ეს ხომ „ლურჯა ცხენებია?“
შვიდი ზეცა გადირბინეს,
არსად შეუსვენებიათ…
ამ მშვენიერ მინდორ-ველზე
რა ნაირი ფერებია?!
„ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია“…

1946წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

2 კომენტარი ამ პოსტზე↓

ჩანიშნე ქვედა კომენტარების RSS 2.0 წყარო.
  1. თაკო ამბობს:
    19 თებერვალი, 2012წ. 11:55სთ.

    კარგია…

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

  2. გიორგი ამბობს:
    29 აპრილი, 2013წ. 14:27სთ.

    კარგი ლექსიაა

    კარგია თუ ცუდი: Thumb up 0 Thumb down 0

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

7 votes, average: 4.43 out of 57 votes, average: 4.43 out of 57 votes, average: 4.43 out of 57 votes, average: 4.43 out of 57 votes, average: 4.43 out of 5

› პროექტი: MadDoc / გიჟი დოკ

მოგესალმებით ყველას 😉
ამ დღეებში ერთი პატარა სახალისო იდეა მომივიდა თავში, ხოდა დღეს მთელი დღე მაგ იდეის განხორციელებას შევალიე…
იდეა მდგომარეობს შემდეგში:
ამ საიტის სახელოსნოში ანუ აქ: http://lab.gigol.net განვათავსე სახალისო ხელსაწყო სახელად “MadDoc”-ი › › ›

DU