1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» აკაკი წერეთელი: შობა

აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი „სჯულის ცნობისა“,
ჯერ უნახველი კაცთაგან,
უცნაურ სხივოსნობისა!

გაჰკვირდენ ვარკვლავთ მრიცხველნი,
ვერ მისწვდა მათი გონება…
ინიშნეს მხოლოდ მოგვებმა
და იგრძნეს უფლის მონება.

ჰფიქრობდნენ ქვეყნის მპყრობელის
ამ ქვეყნად დაბადებასა;
თან მიჰყვნენ ვარსკვლავს მიმავალს,
ჰგალობდნენ ქებათ-ქებასა.

გაჩერდა ბეთლემს მნათობი,
ქვაბზე სხივები დაჰფინა,
სთქვეს მოგზაურთა: „აქ არის
ახალშობილის, სჩანს, ბინა!“

შევიდენ, ნახეს მწოლარე
ბაგაში საკვირველი ყრმა;
ნაცვლად „მზე შინას“ ისმოდა
ანგელოზთ საამური ხმა!

ხედავენ ღარიბ სახვევში…
არსად სჩანს ხოჭიჭ-აკვანი!..
დაემხვნენ მის-წინ მორჩილად,
სასოებით სცეს თაყვანი.

ოქრო, გუნდრუკი და მური
შესწირეს ახალშობილსა,
და უგალობდენ სიმდაბლით
საგალობელსა წყობილსა.

„დიდება ყოვლის შემოქმედს!
დიდება მისა მცნებასა!..
დიდება ქვეყნად მაცხოვრის
ხორციელ მოვლინებასა!..“

1890წ.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

6 votes, average: 4.33 out of 56 votes, average: 4.33 out of 56 votes, average: 4.33 out of 56 votes, average: 4.33 out of 56 votes, average: 4.33 out of 5

› 247 გრადუსი ფარენჰეიტი (247⁰F)

“247 გრადუსი ფარენჰეიტი – ქართული ფილმი უცხოური ბაზრისთვის” – ასე მოიხსენიებენ მათი რეალიზატორნი, თანამედროვე ჰოლივუდურ ფილმს, რომელიც საქართველოშია გადაღებული და სერთოდ ქართული პროექტია, მაგრამ ხოლოდ ჰოლივუდის მსახიობებისათვის და საერთოდ ჰოლივუდის › › ›

DU